Tuesday, December 29, 2009

ვაკანსია


საბჭოთა კავშირი რომ ცუდი იყო ამაზე ბევრი არ დაობს (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ბევრიდან ბევრმა არც იცის, რატომ იყო ცუდი, ბოლობოლო მოსკოვის ბილეთი 37 მანეთი ღირდა და თუმნად 4 კაცი ჩაუჯდებოდით...), მაგრამ ამ ცუდს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ებრძოდნენ: ჯერ იარაღით ცადეს - აბა რას მოერეოდნენ! მერე მიწიქვეშეთიდან შეუტიეს - მიწის ქვეშვე დარჩა უმრავლესობა სამუდამოდ. რა აღარ ცადეს და ბოლოს ყველაზე ეფექტური იარაღი აღმოაჩინეს - ირონია, შარჟი და იუმორი. უმეცრებას (განსაკუთრებით ძლევამოსილს) მხოლოდ ირონიით და გაშარჟებით თუ აჯობებ, სხვანაირად ცხვირს წაიმტვრევ. ამას ვინც ვერ მიხვდა ან საიქიოს აღმოჩნდა ან იმაზე უარეს ალაგსს, მაგალითად მაგადანში ან იმის იქით, თუა კიდევ რამე. ხოლო ვინც მიხვდა "ძაღლის გული"დაწერა, "ცისფერი მთები" გადაიღო და "Чужая колея" იმღერა.

და თუ საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში ქღალდზე), ამ ხალხის დიდი დამსახურებაა. ხალხისა, რომელმაც ირონია და დიადი საბჭოთა უმეცრების დაცინვა ამჯობინა, ნაგანს, მაუზერს და მოლოტოვის კოქტეილს. თავადაც დაიხარჯა და ჩვენ ზარმაც ტვინებამდეც მოიტანა რაღაც ჭკვიანური.

რა ვქნა რომ უზომოდ მიყვარს ვლადიმერ ვისოცკი! კაცი, რომელიც აშლილ გიტარაზე, ჩახრინწული, დანგრეული ხმით ყვებოდა ისტორიებს გიჟებზე, ლოთებზე, ჟირაფებზე და ბერმუდის სამკუთხედზეც კი, და ყველამ იცოდა, რომ ვალოდია ამ ჟირაფებით, ლოთებით და სამკუთხედებით, ერთი მხრივ არსებულ რეჟიმს დასცინოდა, მეორე მხრივ კი - ადამიანების შემგუებლობასა და კომფორმიზმს ებრძოდა. მოკლედ, კაცმა იმისთვის იცხოვრა, რომ ჩათვლემის საშუალება არ მოეცა და თვალის ყოველ მოხუჭვაზე სილა ეთავაზებინა ყბაში.

ვისოცკიმ თავისი საქმე გააკეთა და წავიდა. დიდ ხანს ვერც დაცინულ-გაშარჟებულმა საბჭოთა კავშირმა გაძლო მას შემდეგ და დიდი წითელი ლაქის ადგილას რუქაზე რამდენიმე ახალი ფერი გაჩნდა. თუმცა, ახალი ფერი ბევრს არაფერს ნიშნავს - ფერების მომრავლებასთან ერთად დასაცინი და შემოსალაწუნებელიც გამრავლდა, არც უმეცრების ხარისხს უკლია და კომფორმიზმში ხომ ბადალი არ გვყავს, მაგრამ ვაი ჩვენ თავს უბედურს, რომ შემომლაწუნებელი აღარ იბადება ამ ქვეყანაში. ან იბადება და ვეღარ იზრდება, ანაც იზრდება და ვისოცკობას ბანკში მუშაობას ამჯობინებს.

რატომ აღარ არიან ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც დასაცინს დაცინებენ და ჩევნც აზრზე მოგვიყვანენ? რატომ აღარ იბადებიან ვისოცკები?! რატომ ჰა, რატომ?! დახვეწილ მანერებსა და ვირტუოზულ შესრულებას ხომ არ ვითხოვ, ერთი უბრალო ტიპია საჭირო, რომელიც თბილისზე, ღვინოზე, ფაეტონზე და წვიმის წვეთებზე კი არ იმღერებს, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე. გინდაც წვიმის წვეთჶბი და ღვინო იყოს, ოღონდ იმის იქით ჩანდეს კიდევ რამე გარდა გასტრონომიული მოთხოვნილებებისა. მინდა ვინმეს შევჩივლო საქართველოში ვისოცკის არარსებობა და ვერავინ მიპოვნია. სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქარველებს შენი ვისოცკი, თავის გიტარიანად!

ამიტომ ვაცხადებ ვაკანსიას ვისოცკის თანამდებობაზე. მართალია, დასაცინი და გასაშარჟებელი იმდენია, ერთი ვისოცკი არ ეყოფა, მაგრამ დასაწყისისთვის ერთიც მისწრებაა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც ოდნავ მაინც შეგწევთ ძალა, აიღეთ თქვენი მტვერდადებული გიტარა და დროებით მაინც შეასრულეთ ვისოცკის მოვალეობა! მაგაზე უკეთესს ვერც ბანკში მუშაობით გააკეთებთ და ვერც ქვების სროლით.

სიყვარულით

კოკოლოზა

Saturday, December 5, 2009

რადიო


ბედის ირონიით თუ საკუთარი უვარგისობით, მთელი შეგნებული ცხოვრება რადიოში ვმუშაობ, რა თქმა უნდა დაბალანაზრაურებად პოზიციებზე. არც დიდი სყვარულისა და თაყვანის საგანი ყოფილა ოდესმე რადიო და არც შთამომავლობით მერგო ეს პრფესია, განათლებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მუხედავად ამისა, ჯიუტად გადავდივარ ერთი სადგურიდან მეორეში ისე, რომ არც თანამდებობა მემატება და არც ხელფასი. ჩავთვალოთ, რომ ეს ის ცხოვრებისეული ფენომენია, რომელიც ამოუხსნელი გაჰყვება ხოლმე ადამიანს ბოლომდე.

რადიოს გადამკიდე, ხან სად ამოვყავი თავი და ხან სად, თუმცა ორიოდ დღის წინ ისეთ ალაგს მოვხვდი, სადაც უამრავ საიდუმლოს აეხადა ფარდა. მივხვდი, რომ ჩემნაირი გაზააბნეული კიდევ ბევრია ქართულ FM სივრცეში და მათაც ვერ გაუგიათ რა ჯანდაბა აკავშირებთ მედიის ამ ღარიბ წარმომადგენელთან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხმა გავარდა, რადიოწამყვანთა წვეულება-ფესტივალი ეწყობა რესტორან "ვერე გარდენში" და კაი დროსტარება იქნებაო. მე იქ ვინ გამიშვებდა, რომ არა რადიოს კიდევ ერთი მნიშველოვანი თავისებურება - კაცების ნაკლებობა. არც ჩემი ამჟამინდელი რადიოა ამ წესიდან გამონაკლისი, ჰოდა, დელეგაციაში ერთი მამრი მაინც რომ ყოფილიყო, ახალი თანამშრომელიც ჩამსვეს შემადგენლობაში. საღამოზე კარაოკეს კონკურსში უნდა მიმეღო მონაწიელობა.

მივედით, დაგვხვდა, მაგრამ რა დაგვხვდა: ბოჰემური ცხოვრების, "დამპალი კაპიტალიზმის", ქართული კდემამოსილების, მემარცხენე ინტელქტუალიზმისა და მემარჯვენე იდიოტიზმის უმარილო აჯაფსანდალი. ვინ აღარ იყო იქ, თუნდაც ჯამლეტ ხუხაშვილი რად ღირს, თავისი კალათბურთის ბურთით და ისტორიებით გიორგი შერმადინზე. იყვნენ ცნობილი ტელესახეებიც, რომლებსაც ჟიურის მძიმე ტვირთი ჰქონდათ აკიდებული, იყნენ "მეჩანგლეები", მექალთანეები, ბლომად ლამაზი ქალები და უფრო მეტი საგანგებოდ გალამაზებული ქალბატონები. იყო ვიღაც მაღალი, რომელიც, არ ვიცი სიმთვრალისა, თუ ბუნებრივი ღირსებების გამო, სადღაც მიკროფონს დაითრევდა, სცენაზე ავარდებოდა და უშედეგოდ მოუხმობდა ვინმე ეკას. ხოლო როდესაც გაკვირვებული ვეკითხებოდი ხოლმე მეზობლებს: ვინაა ეს დეგენერატითქო? პასუხი ასეთი იყო: "ხო, მარა როგორც წამყვანი ძალიან ძლიერია!" არადა, მართლა მაინტერესებდა ამ ძლიერი დეგენერატის ვინაობა.

მოვიდა კარაოკეს დროც. ჩაგვამწკრივეს 4 კონკურსანტი და დამხმარეც მოგვიჩინეს: ერთეერთი ჯეოსტარის ერთერთი გამარჯვებული. მოვემზადე, კარგად ჩავახველე და ფონოგრამას დაველოდე... ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა იმას, რაც დაიწყო. "გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კამფეტები ცვიოდა..." მეხივით გავარდა ყურში, თან ისეთ მაღალ რეგისტრში, რომ კაი სოპრანო თუ არა კასტრატი მაინც უნდა ვყოფილიყავი, რომ ავყოლოდი. რა მექნა, დავღუნე თავი და გავწითლდი. მერე ადგილზე დავჯექი და რომ არა დანარჩენი კონკურსანეტების წვალება მთელ საღამოს გაფუჭებული გუნებით გავატარებდი.

მორჩა კარაოკე და დაიწყო სხვა კონკურსი, მერე კიდე სხვა და ასე, საღამოს დასრულებამდე. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ, ძლიერმა დეგენერატმა კიდევ რამდენჯერმე მოითხოვა სცენაზე ვინმე ეკა, ჯამლეტ ხუხაშვილი "საღამოს მამაკაცად" დაასახელეს, მან კი "საღამოს ქალბატონს" კალათბურთის ბურთი აჩუქა (რასაკვირველია გიორგი შერმადისნის ხელმოწერით). ლამაზმა ქალებმა, ნაცად მეთოდს, - "იჯექი და გააოგნე"-ს მიმართეს, საგანგებოდ გალამაზებულებს კი აქტიურობა მოუხდათ, რათა ორიოდ მარცვალი ყურადღება დაემსახურებინათ, მეჩანგლეებმა ჭამეს და სვეს, მექალთანეებმა - ანკესები ჩაჰყარეს, "იაზვებმა" იიაზვეს და "სტერვებმა" ისტერვეს.

მერე შინ წასვლის დროც მოვიდა, როგორც მსგავსი საღამოების შემდეგ ხდება ხოლმე, გამოითქვა პროტესტი ჟიურის არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით (ქართველებს ხომ მხოლოდ ასეთი წვრილმანების გაპროტესტება გვეხერხება). თუმცა, ბედნიერი და კამყოფილიც ბევრი წავიდა სახლში. განსაკუთრებით, ალბათ, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.

გზად შინისაკენ, ხმის გამაძლიერებლებთან ახლოს ჯდომით თავატკიებული, ტაქსში მივესვენე და კოლეგების კომენტარებს ვისმენდი საღამოს შესახებ, თან ყურში გაუჩერებლად მიტრიალებდა ნაცნობი სიმღერის ჰანგები - გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა მაგრამ...

სიყვარულით

კოკოლოზა

Friday, November 27, 2009

მიშელი

http://video.google.com/videoplay?docid=-1172784483135614308#

დოკუმენტური ფილმი ძალიან მაგარ კაცზე, რომელიც, ერთდროულად, ღიმილსაც გგვრის და ცრემლსაც. თითქოს საცოდავი და შეზღუდული, მაგრამ როიალთან - ყოვლისშემძლე,
ფილმი 40 წუთი გრძელდება, ასე რომ დამფასებლები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, უმეცარნი კი ნახევრამდეც ვერ გაქაჩავენ.
მაშ ასე - მიშელი.

Monday, November 23, 2009

მე მეზიზღება თბილისი


მიდიხარ ქუჩაში და ფიქრობ: ვაიმე, რა მიყვარს ნეტა, ჰა? რა ჯანდაბამ დამავიწყა!.. რა მიყვარს, ეს ოხერი?!. არადა ხომ მიყვარს რაღაც?! და, როცა იმედის უკანასკნელი წვეთიც იწურება და გახსენების ყველა შანსს კარგავ, მხსნელი გევლინება: შენობაზე მიკრული, უშველებელი, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, პლაკატი-მეგობარი, წარწერით "მე მიყვარს თბილისი". და, ჰოი საოცრებავ! - მეხსიერებაში ნელნელა, მაგრამ ინტესიურად ტივტივდება მივიწყებული გრძნობა. მე ხომ თბილისი მიყვარს, რამ დამავიწყა ასე უღმერთოდ! - საყვედურობ საკუთარ თავს. და უცებ ნათდება - პირველივე ბუჩქის დანახვისას გახსენდება, რომ პატრიოტი ხარ, ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგვის თავზე დაცემისას გაგონდება, რომ უბანი გაქვს დასაგველი. მერე რესტორანში მიდიხარ გამონათების აღსანიშნავად და ამჩნევ, რომ გზა რესტორნისკენ, აგერ უკვე რა ხანია განათებულია, ეს გახარებს და გალაღებს. მერე, პირველივე შელაპარაკებისას, გახსენდება, რომ ქურდული სამყაროც დამარცხებულია და ამას, საერთოდ, მეცხრე ცაზე აჰყავხარ.

ზიხარ მეცხრე ცაზე და მშობლური ალერსით დაჰურებ შენ საყვარელ თბილისს. კიდევ კარგი დროზე შემახსენა პლაკატ-მეგობარმა, რომ თბილისი მიყვარს, თორემ ხომ გავატარებდი მთელ ცხოვრებას უმეცრებაში. ხარ ბედნიერი, ნეტარი და არაამქვეყნიური, და ხვდები, რომ პასუხი კითხვაზე, თუ რაში იხარჯება სახელმწიფო ფული, მარტივზე მარტივია - ადამიანების გამოფხიზლებაში.

და ამ დროს, რამდენიმე ცით დაბლა, ხედავ კოკოლოზას. აღელვებულს, დაბნეულს და ღვარძლით აღსავსეს, რომელიც, მართალია არა ბოლო ხმაზე, მაგრამ მაინც რაღაცას ყვირის. თავიდან არც გინდა ყურადღება მიაქციო ჰარმონიის დამრღვევ უბადრუკ არსებას, მაგრამ ბოლოს მაინც ინტერესდები და ყურს უგდებ.

არ მინდა ბუჩქებში გაზრდილი პატრიოტიზმი, არც უბნის მეეზოვეობას ვაპირებ და ეს რესტორანიც მოაშორეთ, თავისი განათებული მისასვლელით. არც დამარცხებული ქურდების ჰალსტუხებს შევეგუები და საერთოდ, მე მეზიზღება თქვენი თბილისი, გაიგეთ? მე მე ზიზ ღე ბა თბილისი - ისმის რომელიღაცა ქვედა ციდან.

სიყვარულით

კოკოლოზა

Saturday, November 7, 2009

მეტსახელები


სტაფილოზე ახალი რუბრიკა გაიხსნა, სადაც ჩვენ ბედკრულ მიწაზე შერქმეულ-მიკერებული მეტსახელები უნდა გამომზეურდება. რუბრიკას, ისევე როგორც მთელ ბლოგს, არანაირი ეთნოლოგიურობისა და ანალიტიკურობის პრეტენზია არ გააჩნია, ის მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ შიგადაშიგ გაგვაღიმოს და თუ ვერ გაგვაღიმებს, იმას მაინც მიგვახვედროს, რომ ზედმეტად დავსერიოზულდით და უკვე აღარც გვეღიმება. 

ყველა სახელს პატრონი ჰყავს და არცერთი არაა გამოგონილი. ნელნელა სიაც შეივსება და უფრო მდიდარი გახდება. იმედი მაქვს ამაში თქვენც მომეხმარებით და ერთად განვადიდებთ ქართულ ხალხურ კრეატივს. 

დავიწყოთ მეტსახელებით, რომლებიც კახეთში ბოლო მოგზაურობისას შევაგროვე.

კახეთი

ძუგძუგა ვალერა, დაწემზია, ბარაკო (ამაყობს, რომ ა.შ.შ.-სპრეზიდენტი მისი სეხნიაა), ნიკარაგუა, იმპერატორი, მოძაღლე, სალი კლდის ეშმაკი, მახე, გველიხე, ანტიტელა, სამ პრიშოლა (ძაღლს ჰქვია), სონაჩანთ ქარმანა, ჩხაკუნა, მარცვალიჩი, ჯორტყავა, ხვედა ლადო (დიდი ტავის გამო), ჩაქაფული, რუზველტა, ტოლმა, ჩიტ-კაუკაუ, მგელ-ხაუხაუ. 

Friday, November 6, 2009

ნერვები


ამ ქვეყანაში უამრავი რამ მიშლის ნერვებს, იმდენი, რომ ხანდახან მავიწყდება კიდეც რა მიშლის ნერვებს. ჰოდა, გადავწყვიტე შევქმნა, თუნდაც არასრული, ნუსხა, რათა, ერთხელ, დაბნეულობისგან უემოციოდ არ გავატარო ის, რამაც, წესით, ნერვები უნდა მომიშალოს.


მაშ ასე:

ნერვებს მიშლის მთავრობა, რომელიც ძირითადად ჩათლახებისა და მათდამი დაქვემდებარებული ჩმორებისაგან შედგება.

ნერვებს მიშლის ოპოზიცია, რომელიც ასევე ჩათლახებისა და მათდამი დაქვემდებარებული ჩმორებისაგან შედგება, თუმცა მთავრობისგან განსხვავებით ოპოზიციას ვერ მოუხერხებია იყოს "რადიკალურად" ჩათლახი და "რადიკალურად" ჩმორი.

ნერვებს მიშლიან ტელევიზიები, რომლებიც ჩათლახებსა და ჩმორებს აღმერთებენ.

ნერვებს მიშლიან ამ ტელევიზიების უპრინციპო ჟურნალისტები.

ნერვებს მიშლიან ამ ტელევიზიების უპრინციპო მაყურებლები.

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც თვლიან, რომ "რაღაცეები კეთდება".

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც თვლიან, რომ არაფერს აქვს აზრი, რადგან ყველაფერი მაინც "თავისით კეთდება".

ნერვებს მიშლიან NGO-ები, რომელთა დარმავოი ფულებმაც, 90-იანებში შიმშილს გადაგვარჩინა და 2000-იანებში რესტორნები გაგვახსნევინა.

ნერვებს მიშლიან მემერცხენე ინტელექტუალები, რომლებიც "ქვეყნად გამეფებულ ძალადობას" NGO-ებისს თბილ ოფისში, ფინჯანი ყავით ხელში ებრძვიან. (რა თქმა უნდა, დონორის ხარჯზე).

ნერვებს მიშლიან მემარჯვენე იდიოტები, რომლებიც მემარცხენე ინტელექტუალებს დასცინიან და NGO-ს დარმავოი ფულებით გახსნილ რესტორნებში ებრძვიან "ქვეყნად გამეფებულ ძალაობას", ღვინის ჭიქით ხელში. (რა თქმა უნდა, დონორის ხარჯზე)

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჯერ ღმერთს სწირავენ და მერე ადამიანს.

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჰელოუინს არბევენ.

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჰელოუინს კბილებით იცავენ.

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ცხოველებზე გიჟდებიან, მაგრამ, აი კატებს, ვერ იტანენ.

ნერვებს მიშლიან ელიავას მუშები, რომლებას სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა, რომ მშობლიური საჩხერე და ჭიათურა დატოვონ და ხიდის ქვეშ დადგნენ Bosch-ის დრელებით, მაგრამ მაინც ნერვებს მიშლიან.

ნერვებს მიშლიან პროვინციული სკოლების დირექტორები და მათდამი მოწიწებული პროვინციელები.

ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც მანქანაში 10 000-ს იხდიან და, ამ მანქანიდან გადმოყრილი ნაგვის დასასუფთავებლად, თვეში ლარის დადება არ უნდათ.

ნერვებს მიშლიან ქართველი ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები. (თუმცა ეგენი უკვე აღარ მიშლიან, მკიდიან)

ნერვებს მიშლიან ქართველი პრინცესები, რომლებიც განათლებასა და კარიერაზე მხოლოდ მანამდე ფიქრობენ, სანამ პრინცი არ მოვა და დაიპყრობს.

ნერვებს მიშლიან ქართველი პრინცები, რომლებსაც პრინცესების დაპყრობის შემდეგ სამეფო სისხლი უწყალდებათ და ჩვეულებრივ მემარჯვენე იდიოტებად იქცევიან.

ნერვებს მიშლიან ჩემნაირები, ჩემზე უარესები და ჩემზე უკეთესები.

ნერვებს მიშლის ის, რომ ვეღარაფერი მომიფიქრებია.


ეჰ, რა დღეში მაქვს ნერვები!


სიყვარულით

კოკოლოზა


Sunday, October 25, 2009

ამხანაგ ვარლამს


ვნერვიულობ! მინდა, გავიგო რა ხდება ამ, მართლაც, "წიხლხვედრ" ქვეყანაში და ვერ გამიგია. ასეთი რა ნიადაგი ან ჰაერია საქართველოში, რომ ერთს უკვდავებას ჩუქნის დანარჩენებს კი ნაადრევად აგვამებს.  

ქურდები ქურდობენ, ბოზები ბოზობენ, მკვლელები კლავენ... ა რაზვე ეტა ნარმალნა?!" - დასვი ერთხელ კითხვა. არა ჩემო ვარლამ - ნინარმალნა, მარა შენი არსებობაც რომ ნინარმალნა! არადა, არ გინდა სიკვდილი. ეგ რა არი, ისიც კი არ გინდა, რომ ცოტა ხნით ჩრდილში გადგე და სხვასაც აცალო მზეზე გათბობა. არ მიდიხარ ჩემო ვარლამ და აბა როგორ იქნება ნარმალნა.

რაც დავიბადე შენი ხსენება მესმის და შენი საგმირო საქმეებიც გარშემო დამტრიალებენ. ის კი არა, ჩემი მშობლებიც ასე დაიბადნენ და მათი მშობლებიც. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ ნინარმალნა, მაგრამვერარაფერს გახდნენ: ჯერ იარაღით გებრძოლეს - აჯობე, მერე ჭკუით - იქაც აჯობე, მერე ცოტანი რომ დარჩნენ - ირონიას მიმართეს და თითქოს რაღაც დაგაკლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზეც აღმოგაჩნდა იმუნიტეტი და ისევ აქ ხარ.

ასეთი რა იცი, ვარლამ ჩემო, ჩვენ რომ ვერაფრით გვისწავლია?! ასეთი რა ნაკითხ-ნასწავლი ხარ, რომ შენი მჯობი ვერ გამოვზარდეთ ვერავინ?! ვერ გერევით ჩემო ვარლამ. არც ჭკუა გვყოფნის სამაგისოდ და არც ე.წ. ადამიანური რესურსები, არც ფული და არც ნებისყოფა. 

ვაღიარებ, მაგარი ხარ, ნიჭიერი და უკვდავი, ყველას გვაჯობე და ყველა დაგვაჩოქე. ვაღიარებ და მაინც გთხოვ - მოკვდი რა! მოკვდი და გეფიცები დაგმარხავ. ოღონდ შენ მოკვდი და იმ სიღრმე საფლავს გაგითხრი, ნავთობზე დაბლა აღმოჩნდე იქნება. ოღონდ ისე კი ნუ მოკვდები, რომ ვინმეს თავი მოაკვლევინო, ან თავად მოიკვდინო თავი და ისევ მოგვატყუო. ამას კარგი არაფერი მოაქვს, ასეთ შემთხვევებში მერე ისევ ცოცხლდები ხოლმე. იქნებ მოგეხერხებინა და ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყავი, აი ისე, რომ ბერდებიან და კვდებიან. მოკვდი რა! რა იცი, იქნებ გულიც დაგვწყდეს და გამოგიგლოვოთ კიდეც.

მოკვდი რა! შენ ოღონდ მოკვდი..!

სიყვარულით

კოკოლოზა

Thursday, October 8, 2009

ქართულ-ამერიკული ჰუმანიზმი

ენიმალ პლანეტს ვუყურებ ხშირად, განსაკუთრებით გველებზე მიყვარს გადაცემები. თუმცა, გველები იქით იყოს და ერთი ძალიან საგულისხმო რუბრიკა აქვს ამ არხს: "ცხოველების პოლიცია" ჰქვია. არა, ცხოველები არ არიან პოლიციელები და არც ცხოველებს იჭერენ. ძალოვანი სტრუქტურის ეს ნაწილი იმ უზნეო ადამიანების გამომჟღავნება-განეიტრალებაზე მუშაობს ვინც ჩვენ 4 (ან 2) ფეხა მეგობრებს ცუდად, არაჰუმანურად ექცევა.

მაგალითად შენ ხარ ერთი ხეპრე, უგულო და მახინჯი სულის (არა)ადამიანი. გყავს პირუტყვი - არც აჭმევ, არც ასმევ, დაბმული გყავს და გამხდარ გვერდებშიც უტყაპუნებ. ანაც ძალიანაც კარგი ხარ და არც უტყაპუნებ, უბრალოდ საშუალება არ გაქვს რომ რეგულარულად კარგი რაციონით კვებო და ცხოველსაც ნელნელა ნეკნები ეტყობა. ამის შესახებ იგებს შენი კულტურული, გულიანი და სულლამაზი მეზობელი, რეკავს ცხოველების პოლიციაში და ცოტა ხაში კარზე ფორმიანი ჰუმანისტი გიკაკუნებს. "კარი გააღეთ ეს მაიამის (ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის ან რომელიმე ა.შ.შ.-ს დიდი ქალაქის) ცხოველების პოლიციაა, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ცხოველებთან სასტიკად მოპყრობაში, მიიღეთ გაფრთხილება!" - გესმის მბრძანებლური ხმა. რას იზამ? - უნდა მიიღო. თუ გაფრთხილება უკვე მიღებული გავქს, მაშინ ორდერი სიფათზე და ხელბორკილებით სასამართლოსაკენ ჰერი-ჰერი. იქ კიდე, ჰუმანისტი მოსამართლე რამდენს მოგცემს ღმერთმა იცის.

აქვე ჩნდება კითხვა: რა მოსდით მტარვალი პატრონისაგან გადარჩენილ პირუტყვებს? - ისინი სპეციალურ კლინიკაში მიჰყავთ და გულდასმით მკურნალობენ, შემდეგ კი მათთვის ახალი, ჰუმანისტი, პატრონის ძიებას იწყებენ. თუ იპოვნეს, საწყალ ოთხფეხებს (ანაც ორფეხებს) ნათელი მომავლის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, თუ არა და იმ მიზეზით, აქაოდა ცხოველი ისეთი გაველურებულია, მისი სოციალიზაცია შეუძლებელიაო, წყნარ და უმტკივნეულო ევთნასიას უტარებენ (ევთანასია - უმტკივნეულო გზით ვინმეს ან რამეს მოკვდინება, სამუდამოდ დაძინება, სიცოცხლეს გამოსალმება, გაღმა გაყვანა, მიქელ-გაბრიელისთვის ჩაბარება და... ჯანდაბა...).

ალბათ, ერთხელ, ასე "გადარჩენილმა" პირუტყვმა ხმა რომ ამოიდგას და "გადამრჩენელს" შეჰბღავლოს: რად მკლავ შე ოხერო, რა დაგიშევე, ამისთვის გამოგლიჯე ჩემი თავი იმ ჩემ უღმერთო პატრონსო?! უკანასკნელი უპასუხებს: უტვინო! შენზე ვზრუნავ, გკლავ რომ ცუდად არ იცხოვროო.

ასე ესმით ა.შ.შ. - ს ცხოველების პოლიციაში ჰუმანიზმი და ზრუნვა. ასევე ესმით საქართველოს ადამიანების პოლიციაშიც.

სიყვარულით

კოკოლოზა

Monday, September 21, 2009

ჩამოთრეული


ლიტვაში ვიყავი. უცნაური გრძნობით ვიმოგზაურე: თითქოს აქედან გავემგზავრე, იქიდან კი - ჩამოვეთრიე. ფიზიკურად არც ერთი გზა არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ აი განწყობა, სულ სხვადასხვა იყო. განა იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად ვიყავი და აქ ძალიან ცუდად ვარ, ან ჩამოსვლა არ მინდოდა, ანაც იქ რამე მაკავებდა, უბრალოდ რეალობასთან (მით უმეტეს ასეთთან) დაბრუნება ჩამოთრევის ტოლფასია ყოველთვის. 

ჩამოვეთრიე და ახლა ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო უბადრუკი ცხოვრება: წესიერი მოქალაქე გავხდე, რომელსაც ღმერთისა და მაღალი ხელფასის სწამს, უწესო მოქალაქე, რომელსაც ღმერთისა და ქრთამის სწამს, თუ მთავრობათმოძულე მეოცნებედ დავრჩე, რომელიც არც ეკლესიაში დადის, არც ხელფასი აქვს (მაღალზე, რომ არაფერი ვთქვათ) და, მით უმეტეს, ქრთამს არავინ აძლევს?

რთული არჩევანია: პირველი მოსაწყენია, მეორე - უნამუსო, მესამე - უფულო. ამიტომაც დავღონებულვარ და ამიტომაც ჩამოვეთრიე და არა ჩამოვბრძანდი, ანაც ჩამოვედი. 

დავდივარ ასე, ჩამოთრეული და მეოთხე გამოსავალს ვეძებ, რომელიც ყოველთვის ბოლო მომეტში მისხლტება ხელიდან. არადა როგორ მწამს მისი არსებობის, როგორ დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც გადავეყრები! მთავარია, როცა შევხვდებით ორივე ისე არ ვიყოთ დაბერებული, რომ ერთმანეთი ვერ ვიცნოთ, ანაც ვიცნოთ, მაგრამ ვერ გავიხსენოთ რატომ ვეძებდით ერთმანეთს. 

რთულია ცხოვრებაო - ერთხელ მითქვამს, წლინახევრის ასაკში, და მას მერე ეს ოხერი ცხოვრება ვერაფრით გავამარტივე, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ სადმე გავემგზავრო და უკან გამოვემგზავრო, ჩამოთრევა მიწევს.

სიყვარულით

კოკოლოზა 

Wednesday, September 9, 2009

ჯაზი


არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე კარგ გოგოსთან კამათის შემდეგ მშვიდი ჯაზის მოსმენა. წევხარ შენთვის და სამყარო შენი გგონია. იცი რატომ? - იმიტომ, რომ რაღაცა დროის მანძილზე ქალის გაგონებაც არ გინდა, ხოლო როცა კაცი ქალზე არ ფიქრს ახერხებს, მუსიკაც უკეთ ესმის და საგნებსაც რეალურ ფერებში აღიქვამს.
ჰოდა, წევხარ და სიმსუბუქეს გრძნობ. მარტო შენ და ჯაზი ხართ, "ისიც" არის, ოღონდ სადღაც სხვაგან, თუნდაც გვერდზე ოთახში, მაგრამ არა აქ. წევხარ და გეღიმება, რომ "ის" სულელია, მერე იმასაც ხვდები, რომ შენც სულელი ხარ და კიდევ უფრო მეტად გეღიმება. ჯაზი კი ყველაფერში გეთნხმება, ჯაზი ჯიგარია.
მერე კი "ის" ნელნელა ბრუნდება და მყუდროებას არღვევს. თავიდან შენ და ჯაზი ერთდ ებრძვით, შემდეგ შენ ნებდები, ჯაზს მარტო ტოვებ ბრძოლაში და ისიც მარცხდება.
და მერე ჯაზია სხვა ოთახში, შენ და ის კი ერთად - აქ.
არ ვიცი, რომელი ჯობია, იქნებ ორივე კარგია ან არცერთი ვარგა, მაგრამ მე ორივე მჭირდება, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო და არა, სამზარეულოსა და ტუალეტს შორის მიმოქცევად, ბანჯგვლიან არსებად.
ჩემნაირებო ყველა ქვეყნისა - შეერთება არ გაბედოთ.

სიყვარულით
კოკოლოზა

Tuesday, September 8, 2009

ვარიანტები


სტალინი გადავაგდოთო, თქვა ვიღაცამ და წავიდა და წავიდა... პუშკინი მივაყოლოთო, გრიბოედოვი გავაუქმოთო, ჩაიკოვსკი ჩავახშოთო, მოსკოვის პროსპექტი ქალაქის გეგმიდან ამოვიღოთო. ძირს რუსეთი და ყველა მისი გამოვლინებაო!!!
ეს ყველაფერი თქვენ ნაქებ-ნადიდებ ფეისბუქზე ამოვიკითხე. საზოგადოებისათვის ნაცნობ-უცნობი სახეები (ან უფრო სწორი იქნება - როჟები) აფრქვევდნენ მსგავს და უარეს აზრებს და სამომავლო გეგმებსაც სახავდნენ რუსულ კულტურასთან ბრძოლის დიად საქმეში.
აბა რა უნდა ვთქვა! როგორც ჩემი მეგობარი იტყვის ხოლმე, ასეთი ხალხი დღეში სამჯერ, წკეპლით უნდა სცემო. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პირიქითაა - ეს ხალხი გვირაკუნებს ფერდებში, თანაც წკეპლაზე უფრო მტკივნეულ საშუალებებს.
და მაინც საინტერესოა, საიდან გაჩნდა ასეთი ავადმყოფური აზრი ერში?
3 ვარიანტია:
1. ერი დებილდება - რაც სამწუხაროა.
2. ერი თავს იდებილებს - რაც დამაფიქრებელია.
3 ერს ვიღაც ადებილებს - რაც საგანგაშოა.
თუ მესამე მართალია, მაშინ კიდევ 3 ვარიანტია:
1. ერს გარედან ადებილებენ - რაც აღსაკვეთია.
2. ერს შიგნიდან ადებილებენ - რაც გამოსარკვევია.
3. ერს შიგნიდანაც ადებილებენ და გარედანაც - რაც კატასტროფაა.
და თუ კატასტროფაა, ისევ 3 ვარიანტია:
1. ერი სიდებილეს შეეგუება - რაც სამწუხაროა.
2. ერი სიდებილეს სიჭკვიანედ გამოაცხადებს - რაც კიდევ უფრო სამწუხაროა.
3. ერი სიდებილეს შეებრძოლება - რაც... გაუმარჯოს ბრძოლას!!!


სიყვარულით
კოკოლოზა

Friday, September 4, 2009

ვარდს დავთესავ...


ქაღალდი, ქაღალდი გექნება ძმაო! - მორცხვად მიაკაკუნა კაცმა საზოგადოებრივი ტუალეტის სიფრიფანა ტიხარზე.
ქაღალდი არა, მაგრამ ფანქარს თუ გინდა მოგაწვდი - იყო პასუხი მეზობელი კაბინიდან.
ეს ანეკდოტი დიდი ხნის წინ მოვისმინე და მას შემდეგ მისი აქტუალობისა გამკვირვებია. ხშირად ხდება ცხოვრებაში, ერთს მოითხოვ და მეორეს იღებ, სრულიად არასაჭიროს. აკი ძველი ქართული სიმღერაც გვეუბენბა:
"თეთრი ღვინო ვითხოვე,
შავი ღვინო მასვეს;
თეთერი ქალი მიყავრდა,
შავის გვერდით დამსვევს"-ო.
არც ადრე ყოფილა მიწოდება მოთხოვნის შესაბამისი და მით უმეტეს, ამ გადაბრუნებულ დროს ხომ არა და არა.
ვდგავართ ქართველები და ვხავით: "ნუ ხოცავთ ახალგაზრდებს ქუჩაში!" და გვესმის პასუხი: "რა, ქუჩა?! კი ბატონო, აგერ თქვენ განათებული ქუჩები!"
ძალიან გვინდა, რომ ომის მერე შეკვეხებული კრედიტები გვაპატიონ, სამაგიეროდ კი ბანკის მმართველი გაბადრული გვამცნობს, რომ "დტმშ ბანკმა" განაახლა კრედიტების გაცემა ახალი საპროცენტო განაკვეთით, "მოდით და გაიხარეთ" (ეს ბოლო სიტყვა ნამეტანი გავაღმერთეთ ამ ბოლო დროს).
მივყვები და ჩამოვთვლი მოთხოვნისა და მიწოდების შეუთავსებლობის უამრავ მაგალითს, მაგრამ რად გვინდა, რას მოგვცემს?! ტყუილად უნდა ვინერვიულოთ.
მაგას ჯობია გამოსავალი ვეძებოთ. ის კი ერთ სპორტულ სიბრძნეშია "მოწინააღმდეგე ისე გეთამაშება, რის საშუალებასაც აძლევ". ჰოდა, ჩვენც არ მივცეთ მომწოდებლებს საშუალება ჩვენი მოთხოვნები შეურაცხყონ, ყელში მაგრად წავუჭიროთ და შევძახოთ: უკან გაიკეთე ეგ ფანქარი, ქაღალდი მინდა, ქაღალდი, ბიჭო!!!

სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, September 2, 2009

სარკეები


მორალმა დაღუპა ეს ქვეყანა... მორალმა და ზნეობამ... უფრო სწორად მორალ და ზნეობაზამენიტელებმა. მრავალ მორალთა შორის ქართული მორალიც სიმაღლეს ინარჩუნებს და "მუდამ ჩვენთანა მყოფელია".
ქართული მორალი მოითხოვს, რომ ქმრის მიერ, ხორციელ სიამოვნებებზე დახარჯული ფული, ცოლმა "საოჯახო ხარჯად" ჩათვალოს, ასევე ზნეობისათვის მნიშვნელოვანია, რომ "ბუნწიაღში" გატარებული დრო და მიღებული სიამოვნება არ დამძიმდეს საკუთარი ნაგვის შეგროვება-გადაყრით.
მორალი გვეუბნება, რომ დედის სადღეგრძელო ერთერთი პირველი უნდა დაილიოს, შემდეგ კი იმავე მშობლის ბრუნვებში მოხსენიება, არათუ დასაშვები, სასურველიცაა.
მაღალზნეობრივი ქართული საზოგადოება კარგად იცნობს საგზაო მოძრაობის წესებს: მთავარია ვინ გაჩერდება ყველაზე ახლოს შუქნიშანთან, ხოლო იქ რა გზით მოხვდება, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ა.შ და ა.შ.
ყველაფერი ეს მორალის ფარგლებში უნდა ხდებოდეს, როგორც კი ფარგლებს ცდები, უზნეო და არაქართველი ხდები. მაშინვე იწყება შენ სახელზე საანათემე ბლანკის ბეჭდვა და გიჩნდება ძლევამოსილი მტერი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" სახით.
ასე, ფორმის გაღმერთებით და შინაარსის ფეხებზე დაკიდებით, ფორმაც დავკარგეთ და ჩვენმა ქვეყანამ მაღალზნეობრივი საღორის სახე მიიღო.
ამიტომ, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ 69,700 კვადრატული კილომეტრი ცოტა ზედმეტია საღორისათვის, გთავაზობთ რევოლუციურ (თუ ამ სიტყვაზე უკვე ალეგრგია არ გაქვთ) ანტიკრიზისულ პროგრამას - "არა მორალს!".
მთელ ქვეყანას მოედება ჩვენი გამოსაფხიზლებელი ალიყურები, ლოზუნგების, ფირნიშებისა და შეძახილების სახით.
აი მაგალითად:
ბოზებში წასულ კაცს ბორდელის კარზე დახვდება წარწერა: ე, სირო, 3 თვეა ბავშვი დახეული ფეხსაცმლით დადის, წადი მიხედე, ტოჟე მნე კაზანოვა!"
ან კიდევ: ყველა ტყის შესასვლელში დაიდგმება დიდი ბილბორდი: "შენი ძღრენიღა გვაკლია აქ!"
ან აი ეს: ქუჩაში ივლიან სპეციალური ინსპექტორები, რომლებსაც მხოლოდ ერთი ფუნქცია ექნებათ: როგორც კი ვინმე საკუთარ დედას შეაგინებს, ინსპექტორი მივარდება და ხმამაღლა შესძახებს - ამინ!
ყველა შუქნიშნის თავზე დავამაგრებთ დიდ მაგნიტს, რომელიც წითელი შუქის ანთებისას ჩაირთვება და დასაშვებზე ახლო მდგომ ყველა მანქანას აიკრავს. და მერე სადმე შორს მოისვრის. (თუმცა სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ეს ძვირი დაჯდება და ჩვენი მთავრობა ამაზეც ფულს გააკეთებს).
კიდე უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, რომ მორალ-ზნეობაზამენიტელებს ფარდა ავხადოთ და როგორმე ყალბი ღირებულებებისგან გავთავისუფლდეთ.
მგონი დროა ვაღიაროთ, რომ ძღრენიც ამ სამყაროს ნაწილია და ქართველი მანდილოსნის კდემამოსილებაც ისევე ქშენს და ოხრავს პირველ ღამეს, როგორც, მაგალითად, რუსი ქალის "ბოზი სული". რომ ჩვენც ისეთები ვართ, როგორიც სხვები და სიმყრალეც არავიზე ნაკლები გვაქ სულში.
საწყალი მაიკლ ჯექსონი მღეროდა: სამყაროს შეცვლა თუ გინდა, ჯერ სარკეში ჩაიხედეო! ვიცი დაიწყებთ, ჯექსონი მასწავლებლად არ გამოდგებაო, მარა სიმართლეს კი ამბობდა ოხერი. ჰოდა შეიძინეთ დიდი სარკეები (ავეჯის მაღაზიები ბლომად გაგვიხსნეს) და ხშირად უყურეთ საკუთარ გასიებულ ტრაკებს, იქნებ მერე მაინც დაიწყოთ მათზე ზრუნვა.
მე უკვე შევიძინე.

სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, August 19, 2009

სიზმრის ახსნა


უცნაურია, მაგრამ საქორწილო აქსესუარების მაღაზიაში ვიყავი. ერთმა მეგობარმა (ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი რომელმა) ფული იშოვა და უცბად ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მეც სიამოვნებით შევყევი, რა არი ამაში უცნაური?. მაგრამ, თითქოს ერთი არ კმაროდა და ახლა მეორე მეგობარმა შემოაღო მაღაზიის კარი (არც მის ვინაობს გავამხელ) საქორწილო ბეჭდების საყიდლად და საკმაოდ მახინჯი სამკაული შეიძინა, თან ძალიან ამაყობდა შენაძენით. და წამოვიდა და წამოვიდა... მეგობრები და ნაცნობები ერთმანეთის მიყოლებით შემოდიოდნენ მაღაზიაში, რათა დამდეგი ქორწილისათვის თადარიგი დაეჭირათ, თითქოს ყველა ქორწილით იყო შეპყრობილი.
უეცრად ქუჩაში სასტიკი ჩხუბი ატყდა, გარეთ გავიხედე და ნაცნობი სურათი დავინახე: ქართველი ჯეელები ერთმანეთს ცხვირ-პირს უჩეჩქვავდნენ და ძმათა სისხლს ღვრიდნენ. სასწრაფოდ გასაშველებლად გავიქეცი, ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ქართველი ჯეელი ვარ. ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია, ჩხუბის დროს ან ერთ მხარეს უნდა ვიყოთ ან მეორე, ანაც შუაში და მეტი მოგვხვდეს. მოკლედ, გავვარდი გასაშველებლად, მაგრამ ვინ გაცალა! სად იყო და სად არა, უბანში აგრესიულობითა და სიავით ცნობილი, უზარმაზარი ქოფაქკი - რექსი, გამოჩნდა მოსახვევში. არეული მონასტერი წამში დაიცალა, ქუჩაზე მხოლოდ მე და რექსი დავრჩით პირისპირ. ჩემგან განსხვავებით, რექსმა ძალიან კარგად იცოდა, როგორც უნდა ემოქმედა მოცემულ მომენტში: დამდეგი მსხვერპლშეწირვით აღფრთოვანებულმა ერთი შეჰყეფა და გამოექანა.
აკი ვთქვი არ ვიცოდი რა მექნა მეთქი და დაბნეულობით ისეთი რამ გავაკეთე, რისი გაკეთებაც საშიანო პირობებში (ანუ ცხადში) არაა რეკომენდირებული. უცნაური გარემოებით ხელში აღმოჩენილი პერანგი წინ გავწიე და მატადორივით ავუფრიალე რექსს. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი, უძლეველობას და შემზარავობას მიჩვეული, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა და ისე შეშინდა, რომ გზიდან გადაუხვია და გვერდზე მდგარ შენობას შეუყვა ვერტიკალურად, ასე - კედელ-კედელ. ცოტა ხანი კი ვადევნე თვალი ზეაღმავალ ძაღლს, მაგრამ სადღაც მე-6, მე-7 სართულის დონეზე რომ აღმოჩნდა, ნერვულმა სისტემამ ვეღარ გამიძლო და გამეღვიძა.
კი დავსვამდი ახლა კითხვას, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს მეთქი, მარა ხართ ვინმე პასუხის გამცემი?! არა და არც მე ვარ. ამიტომ იყოს ისე, როგორც არის, სუფთა, აუხსნელი და არაინტერპრეტირებული, ჩემი არაცნობიერის არაჯანსაღი (ან ძალიანც ჯანსაღი) პროდუქტი.

სიყვარულით
კოკოლოზა

Tuesday, August 4, 2009

მარტოობა


მარტოობა მრავალგვარი არსებობს: ფიზიკური, სულიერი, მორალური, სექსუალური, სოციალური და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი, მაგრამ სრულიად აუტანელია მარტოობა სავსე პლიაჟზეთმიანობის ნიშნით.
აქ კარგია. ლიტვის ერთი პატარა ქალაქია, იმდენად პატარა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ არის, სამაგიეროდ 2 იმხელა ჰიპერმარკეტია, მთელ საქართველოს რომ ეყოფა 2 დღე და კიდევ ნახევარი. არც ხალხია ბევრი, მაგრამ იმდენი კი არის, რომ მზიან დღეს პლიაჟი გაავსოს. ჰოდა, დადგება თუ არა ელეკტრენაიში ზაფხული, ლამაზ-ლამაზი და მაღალ-მაღალი ახალგაზრდობა ტბისკენ მიიჩქარის, რომ იცურაოს, გაირუჯოს და ... მოკელდ სტანდარტულად რა.
ბედის ირონიამ სწორედ ზაფხულში, საჭყუმპალაო დროს, გადმომაგდო ამ მხარეში. მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და, როგორც ყველანაირი ჰიდროს მოყვარული, ტბისკენ გავეშურე. გავიხადე (აბა ჩაცმული ხომ არ ვიბანავებდი!) და ის იყო ზვირთებისთვის უნდა მიმეცა თავი (ეს ზვირთები მხატვრულობისთვის, თორე ტალღებს აქ რა უნდა, ერთი შლამიანი გუბურაა), რომ უხერხულმა დეტალმა გამაჩერა: ნაპირზე შეკრებილი დაახლოებით ასი მამაკაცის სხეულიდან ღერა-ღერა რომ გეგროვებინა ბალანი, საბოლოოდ ჯორჯ მაიკლის ბლანჟეც კი არ გამოგივიდოდა. მე კი, მოგესხენებათ (ან იქნებ არც მოგეხსენებათ), ტანზე სიმელოტეს სულაც არ ვუჩივი, მეტიც, ჩემი ხშირი თმის საფარი ტანსაცმელზე ეკონომიის საშუალებასაც კი მაძლევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთადერთი თმიანი კაცი აღმოვჩნდი მთელ პლიაჟზე და თავი მარტოდ ვიგრძენი.
ვიცი, გამორჩეულობა კარგია, მაგრამ ადამიანი ხომ მუდამ თავისნაირს ეძებს, რომ მერე მისგან გამოირჩეს, მეც დავდივარ და ვეძებ ჩემნაირს. ხანდახან ვინმეს სამადლოდ ამოსულ ორ ღერ ბალანს რომ შევამჩნევ მკერდზე, მინდა მივვარდე და შევძახო "აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა" - მეთქი, მარა ვერ გაიგებენ და მერე საერთოდ მარტოდ ვიგრძნობ თავს. რამდენიმე დღის წინ ერთი აქაური ბიჭი გავიცანი, ქართული გვარით. მამა საქართველოდან ჩამოსულა, ორ სხვადასხვა ქალთან, ორი შვილი გაუკეთებია (ეს რაც ვიცით) და უკანვე გაბრუნებულა. ჰოდა, ვიფიქრე: თუ მიშველის ისევ ეს მიშველის მეთქი, მაგრამ, ჩამივარდა კოვზი ნაცარში - დედის გენზე წასულა ოხერი; მოშვლეპილია საიუველირო მაღაზიის ვიტრინასავით.
დავივარ ასე ეულად პლიაჟზე და ვიქექავ ბანჯგვლიან ტანს მტრის გულის გასახეთქად, მტერს კი სულ ცალ ფეხზე კიდია.

სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, July 22, 2009

ვილნიუსში


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოთახში შევედი და, არც მეტი, არც ნაკლები, ტრაკი დავინახე. ეს ხომ შოკი იყო, მაგრამ ამაზე უფრო დიდი შოკი მაშინ მივიღე, როცა იმ ტრაკს სახეც მოყვა. არადა იქ არც ის ტრაკი უნდა ყოფილიყო და არც ის სახე. ერთი უწყიანრი პორტუგალიელის ნაცვლად, მის ლოგინში, შიშველი ჩინელი დამხვდა. ჰაიო, სადღაც ჰაერში დაიძახა, გადაბრუნდა და ისევ უკანალი მომიშვირა. ვაი მეთქი , ერთი ამომხდა და ფიქრს მივეცი თავი: წესით ამ ლოგინში პორტუგალიელ ჰერბერტოს უნდა ეძინოს, ახლა კი შიშველ ჩინელს ძინავს; ჰერბერტოს რამდენიმე დღის წინასწარ აქვს გადახდილი და ღამე მეგობრებისგან რომ დაბრუნდება და მაო ძედუნს აღმოაჩნეს თავის ლოგინში, ალბათ მისი ევროკავშირული გული ამ დარტყმას ვერ გადაიტანს და მოკვდება მეთქი. შემეცოდა ჰერბერტო, კაი ბიჭია არადა.
ჰოსტელის ადმინისტრატორის ბრალი არმოჩნდა ყველაფერი: ჰერბერტო წასული ეგონა და ჩინელი იმიტომაც შემოუშვა ჩვენ ოთახში. ადმინისტრატორს მკაცრი დირექტივა მივეცი გაფრთხილების გარეშე ჰერბერტო ოთახში არ შემოუშვა მეთქი და დასაძინებლად წავედი. ღამით ჰერბერტოც მოვიდა და რომ არა ჩემს მიერ მიღებული ზომები, ჩემ ოთახში, უსიამოვნო ევრაზიული კონტაქტი შედგებოდა.
მეორე დღეს ჩინელმაც გაიღვიძა და ხმაც გაგვცა. ჰონგ კონგიდან აღმოჩნდა, სახელიც ძალიან პატრიოტული ჰქონდა - ჰონგი ერქვა და საერთოდ, ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო (ყოველ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება გააქარწყლა).
ბევრი ვისაუბრეთ მე, ჰერბერტომ და ჰონგმა იმ საღამოს. პოლიტიკიდან დაწყებული ქალიშვილობის ინსტიტუტით დამთვარებული უამრავ თემას მოვედეთ და მეორე დილით მეგობრებად დავიშალეთ.

მორალი: ყველაფერი ცუდი არაა, რაც ტრაკიდან იწყება.

სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, July 15, 2009

სიბერე


ეს ლექსი 2005 წლის 16 ივლისს, ჩემ 23-ე დაბადების დღეზე დავწერე. არც დაბერებას ვგრძნობდი და არც უმწეობას, უბრალოდ, საქმე არ მქონდა და დავწერე. რამ მაიძულა და ეს თემა რად ავირჩიე, მაგაზე ფსიქოლოგებმა იმტვრიონ თავი, მე უბრალოდ აქ დავაგდებ (ეგდოს რა, პურსა მთხოვს თუ წყალს!), რათა გამვლელ -გამომვლელს ფეხებში წამოედოს.


ხვალ ჩემი დაბადების დღეა, არც დაბერებას ვგრძნობ და არც უმწეობას, უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ გამვლელ-გამომვლელს წამოვედო ფეხებში.


სიბერე

სამას სამოცი და კიდევ ოთხი
დღე გაქვს საჩუქრად, რომ იყო კარგად,
მეხუთე დღე კი იმისთვის დგება,
მორიგი წელი აგკიდოს ბარგად.

ბარგიც იზრდება, რაც უფრო მეტჯერ
გახდები სამას სამოცდა ხუთის
ამ ბარგს ინახავ, თუმც ერთ ლამაზ დღეს
შენც შესანახი გახდები ყუთის.

ტვირთის სიმძიმით მოიდრიკები,
კბილი, ჭამის დროს, ჩაგრჩება პურში
და ერთ დროს ლომგულს, შენივე კატა,
დაუძლურებულს ჩაგაჯვამს ყურში.

სიყვარყლით
კოკოლოზა

Monday, July 6, 2009

კიბე


ჩემი და 13 წლისაა, მე - 26-ის, ის მურადაა, მე - კოკოლოზა, ის თანამედროვე, ექსპერიმენტულ, შსს-ს დაკვირვების ქვეშ მყოფ სკოლაში სწავლობს, მე 90-იანების უშუშო სკოლა დავამთავრე, ის გაჭირვებულ, მაგრამ ქაღალდზე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, მე - ქაღალდზე დალხენილ, მაგრამ კოლონიზირებულ საქართველოს სსრ-ში. მე ამ სისულელეებს ვწერ, მან კი, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი რამ დაწერა:

კიბე

საუკეთესო წლები, გართობა, თავგადასავლები... ბავშვობა... ოქროს კულულები, ფიქრიანი თვალები, პატარა ხელისგულებში ჩარგული ვარდისფერი სახე, პირველი საფეხური...გრძელი, გრძელი კიბე, ფერები... შავი და თეთრი ერთმანეთს ებრძვის. მათ შორის უამრავი ფერია... საოცარი პალიტრა, გაოცება, შიში...ცისარტტყელაში მიაბიჯებ, კიბეს მიუყვები, ხან გაუბედავი ნაბიჯებით, ხან - გაბედულად... საით მიემართება, სად მიყავართ? ზევით ავდივართ, თუ ქვევით ვეშვებით? ვისი ნებაა - ჩვენი თუ უფლის? კითხვები... უამრავი კითხვა...რამდენ კითხვაზე არ მაქვს პასუხი... რამდენი საფეხურია? რომელ საფეხურზე შეგვხვდება ის, ვინც გვეტყვის: მეც შენნაირი ვარ! რა იქნება ბოლო საფეხურზე? ალბათ მოგონებები, სევდა, მონატრება...შორიდან მოსული ცივი ქარი აზრებს მტვერივით ფანტავს ჰაერში... საით მივაბიჯებთ? დედამიწა მრგვალია... ალბათ, კიბის ბოლოს დასაწყისს შეუერთდება იქ, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს.

მარიამ მურადაშვილი (კიმ ბაუერი)

აი ეს დაწერა ჩემმა დამ, ჩემზე უფრო ჭკვიანმა და პერსპექტიულმა, ჩემზე უფრო მონდომებულმა და მიზანდასახულმა. მე კი პანჩურებს ვურტყამ ხოლმე...

პანჩურებს აუცილებლად გავაგრძელებ, ეგ ხელს არაფერს უშლის.

სიყვარულით

კოკოლოზა

Friday, June 19, 2009

ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ



დღეს ოპერაში ვიყავი ყანჩელის კონცერტზე. რა თქმა უნდა უბილეთოდ შევედი და ჩაცმულიც არაშესაბამისად ვიყავი. მიუხედავად ყოველივე ამისა, თავხედურად პარტერის ცენტრში დავიკავე ადგილი და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, პათეტიკური, პროგრამის კითხვა დავიწყე. თან იმას ვფიქრობდი ამ კითხვაში რომ დამინახავენ იქნებ აგდება მოერიდოთ მეთქი, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღარავის აღარაფერი ერიდება, მით უმეტეს ბილეთიენბს უბილეთოების მოსროლა.

მართლაც, ცოტა ხანში, ორმა გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა, ქალბატონმა ზრდილობიანად დამითხოვა დაკავებული სავარძლიდან. ყანჩელისა რამე გაეგებათო ვერ იტყოდი, მაგრამ ბილეთი ნამდვილად ჰქონდათ. იქვე გადავჯექი გვერდითა რიგში და კვლავ ძველი ტაქტიკით გავაგრძელე პროგრამის კითხვა. არც ამან მიშველა - კვლავ გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა გოგონამ ამაგდო (ვერც მასზე იტყოდი, რომ ვიოლინოს  ჩელოსაგან განსხვავება შეეძლო, მაგრამ ბილეთი მასაც ჰქონდა). 

ავდექი და დაბნეული ავიტუზე შუა დარბაზში. ამ დროს (ღმერთიც გაახარებს) ძველმა კოლეგებმა მომაწვდინეს ხმა ერთერთი აივნიდან და თავისთანაც დამპატიჟეს.

სიამოვნებით ვეწვიე, მათაც ერთი ჭრაჭუნა სავარძელი მომაგებეს და კონცერტიც დაიწყო.

გაიტრუნა დარბაზი. ვისაც ყანჩელის ნაწარმოებები მოსმენილი აქვს, ეცოდინება თუ როგორ უყვარს ამ კაცს ჩუმი და წყნარი მუსიკა, აი ისეთი ბუზის გაფრენაც რომ ისმის მუსიკის პარალელურად. მე კიდე ისეთი ღრჭიალა სავარძელი შემხვდა მთელი კონცერტი ჰუსარივით გაჯგიმული ვიჯექი, რომ ხალხის რისხვა არ დამემსახურებინა. თან იშვიათ ფორტეებს ველოდებოდი რომ ოდნავ მაინც გავმოძრავებულიყავი, ცხვირის მოფხანისაც კი მეშინოდა. (არადა, ეს ოხერი, ერთი კოლოფი ტაოტი სულ ეყოფა მთელ ოპერას). ასე ჩაიარა მთელმა წარმოდგენამ: სულგანაბული ვუსმენდი და ფორტეებზე ვჭრაჭუნობდი.  

კონცერტის შემდეგ გარეთ გამოვედი და მაშინღა მივხვდი, რომ ადამიანებიც ასე ვართ:ცხოვრების დიდი ნაწილი ჩუმადა ვართ და მხოლოდ ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ.

ფორტე: (მუს.) ხმამაღლა, ძლიერად

სიყვარულით

კოკოლოზა

Thursday, June 18, 2009

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა


ჩემ ოთახში წვიმის წყალი ჩამოვიდა და ნოტიო გაჯის უაზრო სურნელი დგას. დგას და იდგეს, რას ვიზამ! სხვა რამ უფრო მაღელვებს - ოთახი, რომელშიც ვცხოვრობ, მძინავს და ამ სისულელეებს ვწერ, ხრუშჩოვის დროს აშენებული სახლის უნიჭო მიშენებას წარმოადგენს. ჯერ ხრუშჩოვკა რაა და ახლა მასზე მიშენებული სიმახინჯე. თუმცა, ერთია, როგორც ჩანს, ამ მიშენების ავტორი, (სულ მცირე - პრარაბი მაინც) საბჭოთა სისტემის დიდი მოძულე იყო და მისი შემოქმედებაც მსგავსი სულისკვეთებითაა განსმჭვალული. აღარ უნდა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ მიშენებას კომუნისტურ შენობასთან ერთად ცხოვრება, ცდილობს გამოეყოს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს დედამიწაზე, ან ეზოში მაინც. ამაში  რევოლუციურად განწყობილი ამინდიც ეხმარება და არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დილას, მეოთხე სართულის ნაცვლად, გარაჟების გვერდით გავიღვიძებ. თუმცა ამასაც არა უშავს, მთავრია საერთოდ გავიღვიძო.

ახლა ისევ წვიმს და ჩემი და ჩემი მიშენების გათავისუფლება კომუნიზმის მარწუხებიდან უფრო და უფრო რეალური ხდება. მერე როგორ ვიცხოვრებთ არ ვიცით, მაგრამ არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნი; რამეს მოვიფიქრებთ. ბოლო-ბოლო ეს ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი - დიდი შენობები ინგრევიან და რჩებიან მხოლოდ მიშენებები.

მე რომ პოეტი ვიყო ალბათ ასე ვიტყოდი:

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დატბორა არემარეო,

რა ჩემ ყ..დ მინდა სახლ-კარი,

თუ შიგ ვერ შევეფარეო!

მაგრამ მე  არ ვარ პოეტი, ამიტომ ასე ვიტყვი: გაუმარჯოს იმ წვიმას, რომელიც ადამაინსა და მიშენებას თავისუფლებას მოუტანს!

სიყვარულით

კოკოლოზა

Tuesday, June 2, 2009

ოაზისები


როდესაც თბილისში წვიმს, თბილისშივე, შარდენის ქუჩზე, დარია და ზღვის ნაზი სიო უბერავს, თან მოაქვს წყალმცენარეთა უჩვეულო სურნელი და ალბატროსების შორეული ხმაური.
ასეთია შარდენის ქუჩა. იქ არც ომის გმინვა აღწევს და არც უბედურთა კვნესა; მეტიც, თუ როგორმე იქმდე მიაღწიე, უსამართლობისაგან ყელში გაჩხერილი ბურთიც კი სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ კმაყოფილება, პირველ რიგში საკუთარი თავით.
შარდენზე ყველა ლამაზია, ყველა... მინდოდა მეთქვა ბრწყინავს მეთქი, მაგრამ არა - ყველა პრიალებს. თვით ყველაზე დაუვარცხნელიც კი დავარცხნილია, ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული - ყურადღების ცენტრშია, გაუნათლებელს ყველაზე მეტი სიტყვა ეთქმის და დამნაშავეს ყველაფერი ეპატიება. იმიტომ, რომ ეს შარდენია, სხვა სამყაროა, სხვა გაგება.
მოგიკლეს მეზობელი, ანაც ნათესავი? - წადი შარდენზე და დაგავიწყდება! დაინგრა ქვეყანა შენ თვალწინ? - მიბრძანდი და ნახავ, რომ არაფერიც არ დანგრეულა, ადგილზეა და მთელია.
ყველა იქაა, ყველა ვისაც გარეთ შეაგინებდი, ან სულაც მოკლავდი, მაგრამ შარდენზე სხვანაირები ჩანან, თითქოს რაღაც შარავანდედი ადგათ და დედამიწას ანათებენ თავის მაგიდებიდან. ვეღარ კლავ და ვერც კი აგინებ და ამაზე უარესი კიდევ ისაა, რომ ბურთიც კი აღარ გეჩხირება ყელში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შარდენი ოაზისია ამ უდაბნოში. იქ ის არ ხდება რაც აქ და რაც აქ ხდება, იქმდე არ მიდის.
გავა დრო და ასეთი ოაზისები მრავლად გვექნება ქვეყანაში. რაც უფრო ახლო იქნებიან ისინი ერთმანეთთან, მით უკეთესად ვიცხოვრებთ. ვივლით ერთიდან მეორეში და შუალედებში თაველბზე ხელს ავიფარებთ და ყურებში საცობებს გავირჭობთ.
ოაზისების სიმრაველეზე ღმერთი იზრუნებს, მათ კეთილდღეობაზე - გარეთ დარჩენილი ხალხი, ხოლო ჩვენი სულებისათვის გიორგი თარგამაძე ილოცებს.

სიყვარულით

კოკოლოზა

Saturday, May 9, 2009

დამალევინეთ და მაჭამეთ რამე ძვირიანი!


დამალევინეთ და მაჭამეთ რამე ძვირიანი!

გადავწყვიტე ეს ჩემი დევიზი გახდეს და ახლავე გეტყვით, რატომ. მთელი ცხოვრება (26 წელი) ისე ვიცხოვრე, ვერაფრით ფული ვერ შევიყვარე, როგორც 3 წლისას მეკიდა ყველა სახის კუპიურა, ისევე მკიდია ახლაც და ამას ძალიან განვიცდი. განვიცდი იმიტომ, რომ ალბათ კაცობრიობის ისტორიაში სულ 5-6 კაცი თუ მოიძებნება, ვისაც ფული არ უყვარდა და მაინც საკმაოდ ჰქონდა. დანარჩენ შემთხვევებში ფულის არმოყვარულები (ჩემნაირები) ღატაკებად რჩებოდნენ. ამიტომ ეს ბოლო დრო სულ ვცდილობდი, ფული შემეყვარებინა და და მის საშოვნად მონდომება გამომეჩინა, მარა არ გამომდის ეს ოხერი! ჰოდა ამას ლოგიკურად ის მოყვება, რომ უფულოდ ვერც საყიდლებზე დადიხარ (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს), ვერც პედიკურს იკეთებ (თუმცა, მაინცდამაინც, არ მჭირდება) და ვერც ზავიდენიებში იხდი გრუზინულად მთელ ანგარიშს. არადა, ხვდები ადამიანი ზავიდენიებში და მაშინ ნანობ, რომ ფული არ გიყვარს. მაპატიეთ მეგობრებო, მე ფული არ მაქვს - აცხადებ მორცხვად. რას ამბობ კაცო, აგერ არ არი ფული! შეუკვეთე რაც გინდა, ბეზ პრაბლემ! (საბედნიეროდ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებისთვისაც ჩემი კამპანია, ჩემს მიერ დახარჯულ მათ ფინანსებზე მნიშვნელოვანია; ჯერჯერობით) შენც მადლობელი, რომ მთელი საღამო მშრალზე არ მოგიწევს სხვების ყურება, მენიუს იღებ და რასაც ყველაზე მოკრძალებული ფასი აქვს იმას უკვეთავ. შეკვეთილს მალევე მიირთმევ (როგორც წესი მოკრძალებული ფასი, მოკრძალებულ პორციებს აქვთ) და, მადის ჭამაში მოსვლისა არ იყოს, მალევე მეორე გინდება. აი აქ უკვე ძაღლის თავი ჩნდება - მეგობარი აღარ გთავაზობს იმიტომ, რომ გართულია (თან საიდან მიხვდეს, რომ შენ მეორე მოგინდა), შენ თვითონ - ტრაკი არა გაქ, თხოვნაც, რაღაც არ გამოგდის და აი მაშინ ნანობ ყველაზე მეტად, რომ ამდენი ხანი ფულის შეყვარება ვერ მოახერხე. მოკლედ რომ მოვჭრა, ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა, ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრება შევცვალო, ხოლო იმდენად, რამდენადაც უახლოეს მომავალში (გლობალური კრიზისისა და ტოტალური უმუშევრობის გამო) მე ფულის შეყვარებას ვერ მოვახერხებ, დამალევინეთ და მაჭამეთ რამე ძვირიანი!


სიყვარულით, კოკოლოზა

Friday, May 8, 2009

მგოსნები


როგორც ამბობენ, პირველად, როდესაც ილიასა და აკაკის ძეგლი, დადგეს პირველ სკოლასთან, მგოსნებს მზერა, პირდაპირ, პროსპექტისკენ ჰქონდათ მიქცეული. რუსთაველზე მოსიარულეებს დაჰყურებდნენ და ამაყობდნენ.

მას მერე დრო გავიდა და, თუკი საქათველოში რაიმე მოხდა, სწორედ რუსთაველზე, დიდი ქართველების თვალწინ ჩაიარა. უყურეს ილიამ და აკაკიმ სანახაობას, უყურეს და, შეწუხებულებმა, ნელ-ნელა თავის მიბრუნება დაიწყეს.

დღეს რომ შეხედო, ორივეს მზერა მარცხნივ, სადღაც ზემოთკენაა მიპყრობილი, თითქოს ვიღაცას თხოვენ - აქედან მოგვაშორეთ, თორემ ყელში ამოვიდა ამ უტვინო ქართველების ყურებაო.

დრო კი ისევ მიდის და რუსთაველზეც არ წყდება უბედურებები. ქართველები ისევ ვლანძღავთ ერთმანეთს, ისევ ვწყევლით, ისევ ვკლავთ და ისევ ლაფში ვსვრით. ილია და აკაკი კი, კიდევ უფრო მეტად გვარიდებენ მზერას და სადღაც მარცხნივ და ზემოთ იცქირებიან, შორს მოვლენებიდან.

რაღაც თუ არ შევცვალეთ, მალე საერთოდ ზურგს შეგვაქცევენ და მერე ვაი ჩვენ!!!

Wednesday, April 29, 2009

ერი

"ამისთანა ბედნიერი,
ნეტა არის სადმე ერი?!"

ამ და მსგავს აფორიზმებს ბლომად მოისმენ საქართველოში. ზოგი ამბობს ქართველი ერი ბედნიერიაო, ზოგი - მშვენიერიო, ზოგი - სულიერიო და ზოგიც - ლმობიერიო. მართლაც როგორია ქართველი ერი?
ამ ორიოდ დღის წინ ქუჩაში მეგობარს ველოდი. საერთოდ, ცხოვრება მეგობრების ლოდინში მაქვს გატარებული და, რაღა გასაკვირია, რომ იმ დღესაც შეთანხმებულზე მეტ ხანს მომიწია მოცდა. თუმცა, ახლა ეს არაა მთავარი.
მთავარი კი ისაა, რომ ლოდინი ეკლესიის მახლობლად მიწევდა, სადაც ეს-ესაა წირვა დამთავრებულიყო და სულგანათლებული ხალხი კმაყოფილი გამოდიოდა ტაძრიდან.
ჩვენ ქალაქში, სადაც ხალხმრავლობაა, მთხოვნელები და ღატაკებიც იქ არიან. განსაკუთრებით კი ე.წ. ციგნები. სიმართლე გითხრათ, თბილისში, მასაზე მუქი ფერის, "დამეხმარეთ" ადამიანები, საიდან მოდიან და ვინ არიან, არ ვიცი. ქურთებიო, ბოშებიო, იეზიდებიო და ა.შ. რას გაიგებ!
ისე ქურთები თუ არიან ძალიან სამწუხაროა. მოგეხსენებათ ქურთების სამშობლო ერაყია, დღევანდელი ერაყის ტერიტორია კი, ერთ დროს, მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი იყო და მესოპოტამიად იწოდებოდა.
თუმცა, არც ესაა მთავარი.
მთავარი ისაა, რომ ეკლესიის გვერდით "მესოპოტამიელთა" ოჯახს მოეყარა თავი. ორი ქალი იყო და სამი ბავშვი. ერთი, ასე 8-10 წლის , გულისწამღებად ღნაოდა, (სავარაუდოდ) დედა კი მის დაშოშმინებას ცდილობდა (ან უფრო მეტად აყვირებას, გამვლელებში სიბრალულის გამოწვევის მიზნით) საინტერესო მეთოდებით. ჯკერ მუჯლუგუნები ურტყა, მერე მოზრდილი ქვა ესროლა და, რასაკვირველია, მოარტყა, ბოლოს კი მიწაზე დააგდო და წიხლებით შედგა. ლამაზად ჩაცმული და სულგანათლებული ხალხი კმაყოფილი გამოდიოდა ტაძრიდან და თვალს არიდებდა უსიამოვნო სცენას. არავის მოსვლია აზრად, რამით დახმარებოდა საწყალ გოგონას, მათ შორის არც მე. თავში კი მომივიდა, მაგრამ ვერ გავბედე, რაღაცამ შემიშალა ხელი. შიძლება იმან, რომ ისინი რიგითი მოქალაქეები კი არა "მესოპოტამიელები" იყვნენ; ან იმან, რომ "სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიოო" - გვასწავლიან; ან იმან, რომ მე არ მირტაყვდნენ, და არც ჩემ მოყვასს; ანაც სულაც იმიტომ, რომ მეც ამ ერის ბედნიერი, მშვენიერი, სულიერი და ლმობიერი შვილი ვარ.
მოკლედ, ვიდექი და თავიც მეზიზღებოდა და ტაძრიდან გამომავალი სულგანათლებული მრევლიც.
თუმცა, არც ესააა მთავარი.
მთავარი კი ისაა, რომ არავინ იცის როგორია ქართველი ერი: ბედნიერი, მშვენიერი, სულიერი, ლმობიერი, თუ უბრალოდ - მძღნერი!

Tuesday, April 28, 2009

Deborah's Theme



ხანდახან დაფიქრდები ადამიანი და ვერ მიმხვდარხარ: მაინც რატომ გააუპატიურა ნუდლსმა დებორა? ნუთუ იმსახურებდა? თუ ნისპრავედლივი ხელი მოხვდა? (ხელი არა ...). და საერთოდ, იმ მომენტისთვის დებორა ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო? - არავინ იცის და ალბათ ვერც გაიგებს. ნუდლსი ისე გადაყვა მოსაწევს, ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს, დებორა კიდე მაგის გამბაზრებელი არაა. ხო მძღოლი დამავიწყდა კინაღამ, მარა აბა იმას რა ეცოდინება, ერთი პატიოსანი კაცი იყო და მალევე გარდაიცვალა საწყალი. ცეროზი აწუხებდა უბედურს.
მძღოლი იქით იყოს და დებორას დავუბრუნდეთ. არ უნდოდა ნუდლსს ეგ ამბავი, დარწმუნებული ვარ, არ უნდოდა, მარა კაცია და ნერვები აქვს (თუმცა ეხლა რაღა ნერვები, დაზომბებულია მოსაწევისგან), ჰოდა ვეღარ მოითმინა, ადრენალინი მოუზღვავდა, წნევამ აუწია და ნესტოები დაებერა, აღარ იყო ნუდლსი ის ნუდლსი. ან როგორ უნდა ყოფილიყო, იქ ციხეო, იქ დომინიკიო, ბიჭებიო, დებორაო... და გაწყდა ძარღვი, დაიკარგა ღერძი, გამოეცალა ნიადაგი.
მაგრამ ყველა, რატომღაც, დებორას თანაუგრძნობს, გაურკვეველი ნიჭის მსახიობს და არც მაინცდამაინც მდგრადი მორალის ადამიანს.
პირველმა აკოცა? - აკოცა, ხელი მოუთათუნა? - მოუთათუნა, იმედი მისცა? - მისცა და მერე აღარ მისცა. ეგრე არ შეიძლება, კაციც ადამიანია, კაცსაც აქვს უფლებები და ნუდლსი კი კაცი იყო (თორე ახლა რაღა კაცია, სუ გამწვანდა მოსაწევისგან) და აფეთქდა.
ამას მთელი ცხოვრება ნანობდა, დღე არ გასულა, ამაზე არ ეფიქრა და ერთი კურცხალი ცრემლი მაინც არ გადმოეგდო. დებორამ კი რა ქნა? დააჯდა მატარებელს და სად წავიდა კაცმა არ იცის, მერე უცებ მაგარი მსახიობი გაიჩითა (ტოჟე მნე პრიმა!), ეგეც როგორ? - მაქსის ფულით, ნუდლსის საუკეთესო ძმაკაცის. ის მაქსი კიდე ცალკე ნაგავი იყო და ნაგავშიც დაამთავრა თავისი მყრალი სიცოცხლე, მარა ახლა მაქსზე არ ვლაპარაკობთ, სხვა დროს იყოს.
შემეცოდა ნუდლსი, ქალი რესტორანში წაიყვანა, ამაპოლაზე ეცეკვა, გული გადაუშალა, სევდა გაუზიარა და კოცნაც კი არ უთხოვია. მანქანაშიც წყნარად იჯდა, ჩაფიქრებული. მარა ქალს რო გამჩენი შეუკიკინებს, ხო იცი! ყელზე ჩამოეკიდა, კისერში აკოცა, სისხლი აუჩქროლა და მერე უთხრა - გვეყოფა ახლა სახლში წამიყავნე, უნდა დავიძინო, თორე თვალებს ქვეშ ბალიშები დამეტყობაო.
აი სად ვერ გაუძლო რკინის ნერვულმა სისტემამ.
და ამის გამო ნუდლსი გაიძვერა და დებორა უბედური მსხვერპლია?
არა, მეგობრებო, ეს ცხოვრება არაა ადექვატური, სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. განა შეიძლებოდა კახპა დებორასთვის იმ არაჩვეულებრივი მუსიკის მიძღვნა, (რომელსაც აგერ უკვე მეთხუთმეტედ ვუსმენ, ზედიზედ) და ნუდლსის ისე დატოვება?!
მაგრამ მორიკონეც დააბნიეს, შეცდომაში შეიყვანეს, თვალი აუხვიეს და მანაც, გულუბრყვილოდ, მსოფლიოში ყველაზე სევდიან მუსიკას "Deborah's Theme" დააქრვა.
ნუდლსს კი ისღა დარჩენია, როგორმე, ნაფაზიდან ნაფაზამდე, დებორაზე არ იფიქროს.

Fin
სიყვარულით, კოკოლოზა

ვივა ბოლივია ვაი ``...........``


ვივა ბოლივია ვაი ``...........``

``ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა 14 აპრილს შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქვეყნის პარლამენტმა არჩევნების შესახებ კანონი მიიღო`` ალბათ ასე იწყებოდა 2009 წლის 15 აპრილის წამყვანი სამხრეთ-ამერიკული გაზეთები და ალბათ ბოლივიის მოქალაქენიც ამაყად თავაღერილნი დაიარებოდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ პრეზიდნეტის და ქვეყნის გამარჯვებას. ოქროს ასოებით შევიდა ბოლივიის ისტორიაში 2009 წლის 14 აპრილი. ეს ისე ბოლივიელ მოქალაქეთა გასაგონრად ვამბობ, ვამბობ კი არა ვწერ. აი ჩვენთან კი როგორც ბატონი გიორგი იტყოდა ტობანიერში როგორც ჩანს ჯერჯერობით იდეალური სიმშვიდე სუფევს. პოლიტიკური კრიზისისთვის აუცილებელი ატრიბუტი შიმშილობა არსად ჩანს. ის კი არა ტობანიერის პრეზიდენტი ისეთ მადაზეა მოსული მთელი დუნიის დასანახად ლამისაა ყველაფერი ერთად შეახრამუნოს სუშიდან დაწყებული ხაშლამით დამთავრებული. სამაგიეროთ ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი და ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი ქვეყნის პარლამენტმა ჩაიდინა სიქველე და ნეტარხსენებული ბოლივიის მოქალაქენიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ ისე საკვირველი ``საქმენი საგმირონი`` აჩვენა. ასე უბრალოდ ადგა და პარლამენტში სხდომების ჩატარებაზე უარი განაცხადა. მდაბიური ენით თუ ვიტყვით გაიფიცა. გადაიზრდება თუ არა გაფიცვა შიმშილობაში ამას მომავალი გვიჩვნებს მანამდე კი მხოლოდ ტობანიერთა პატრიარქის ლოცვა კურთხევის ამარა ვრჩებით.....ისე ერთი სახალხო ლოცვა ან ერთი მადლიერების დღის დაწესებაც არ იქნებოდა ურიგო ტობანიერთა მოქალაქეთათვის...

სპეციალურად ბოლივიელთა და ტობანიერთა მოქალაქეთათვის ლევან ჩიტაიშვილი
თბილისი....

Monday, March 23, 2009

ცხოვრება მშვენიერია - ჯოკერი


ჯოკერს ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ სამი კოზირი და ორი ტუზი მეჭირა, მაინც გავიხიშტე. მე, გაბრაზებულმა, მაგიდას მუშტი დავარტყი და მივხვდი, რომ ცხოვრება ჯოკერს გავს, რომელშიც ყველა ვერასოდეს გაკეთდება, მაგრამ ის მაინც მშვენიერია.

2000 წ.

ცხოვრება მშვენიერია - ფეხბურთი


საღამო ხანი იყო. მოუთმენლად ველოდი ფეხბურთის დაწყებას, ის კი, თითქოს, ცდილობდა, რაც შეიძლება, დიდ ხანს არ დაწყებულიყო. მე მეორე ოთახში გავედი, შეწუხებული ჩამოვჯექი ტახტის კიდეზე, თავი ჩავქინდრე და მივხვდი, რომ ცხოვრება საყვარელ საფეხბურთო გუნდს გავს, რომელიც ყოველთვის მოგებით ვერ გაგახარებს, მაგრამ ის მაინც მშვენიერია.

2000 წ.

ცხოვრება მშვენიერია - საბანი


ღამე იყო, არ მეძინა. ლოგინში მოუსვენრად ვწრიალებდი. მციოდა. საბანი ბოლომდე ვერ მათბობდა. მე, რაც შემეძლო, მოვიკეცე, საბანში გავეხვიე, თვალები დავხუჭე და მივხვდი, რომ ცხოვრება მოკლე საბანს გავს, რომელიც მთლიანად ვერასოდეს დაგფარავს, მაგრამ ის მაინც მშვენიერია.

2000 წ.

Sunday, March 22, 2009

ცხოვრება მშვენიერია - ნინო ჩხეიძე


დღეს ჩაპლინის "რამე კაის" ყურება მომინდა და, როგორც ტრადიციულად ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ჩვენ "პირატულ" ვებ გვერდებს მივმართე. ავარჩიე ერთი კარგი ფილმი: კოპი, გომ ფლეიერი, ურლ, ფეისტი და... შენც არ მომიკვდე! არ უნდა ამ ოხერს, რომ ჩაპლინის ფილმი ვნახო და მოკალი თუ გინდა; არც სხვას მაყურებინებს რამეს: ტყუილად ოცნებობ, იჯექი და ჩემ ინტერფეისს უყურეო!
არ დავმჯდარვარ, დავწექი და მივაშტერდი.
უცებ ნინო ჩხეიძის ვებ გვერდის სარეკლამო ფანჯარას მოვკარი თვალი. ვიფიქრე: ეს ოხერი ფილმებს რო არ მაჩვენებს, ალბათ არც აქ შემიშვებს მეთქი და გაუბედავად "დავკლიკე". ჰოი საოცრებავ! თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ნინო უკვე ვარდებზე, ლამაზებზე და ეკლებზე მღეროდა, სადღაც სიბნელიდან.
და მე მივხვდი, რომ ცხოვრება ნინო ჩხეიძეს გავს: უნიჭოა, ბნელი და ბევრისთვის მიუღებელი;
მაგრამ ის მაინც მშვენიერია! (ნინო არა, ცხოვრება)

Monday, March 9, 2009

უშანგი

როცა უშანგი პირველად ვნახე, ძალიან ახალგაზრდა იყო და ჯერ კიდევ ფერიდე ერქვა. მხოლოდ მერე გადაწყვიტა თავი ენებებინა დიასახლისობისათვის და ბიზნესში ეცადა ბედი.
ვერაფერს გაიგებ ფერიდეს უშანგად გარდაქმნაზე: ზეციური ჩარევა მოხდა, პათოლოგია, თუ კუზანოვმა იმუშავა, არავინ იცის.
ჰოდა, მოდი, ამ ამბავს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ არ მინდა ვინმეს რაიმე დავაბრალო, ერთი კი ცხადია, როცა პირველად ვნახე ფერიდე იყო, ახლა კი უკვე წამოზრდილს რომ ვუყურებ, აშკარად უშანგია.
ფერიდე უცნაურად დაბადებულა, თურმე მის ჩასახვმადე 3 თვით ადრე დედამისს ლანას შემთხვევით სვაროვსკის ბეჭედი გადაუყლაპავს და ვერაფრით გამოუძვრენიათ უკან. შეეგუენ თურმე ლანა და ხოსე ამ დანაკარგს და განაგრძეს ცხოვრება (არავინ იცოდა, თუ რატომ ერქვა ფერიდეს მამას, ზემო მაჩხაანში დაბადებულ კაცს, ხოსე).
დაფეხმძიმდა ლანა და როცა დრო და წესი მოვიდა ფერიდემაც ამ ქვეყანას მოუკაკუნა.
მშვენიერი ბავშვი დაიბადა, 53 სმ. 3,2 კგ. ჯანმრთელი და ლამაზი. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, მარჯვენა ხელის შუა თითზე ზუსტად ის ბეჭედი ეკეთა, რომელიც დედამ ერთი წლის წინ გადაყლაპა. გაიხარა ოჯახმა - თან შვილი თან ბეჭედი, მეტი რა გინდა, რომ ინატრო. თავიდან იფიქრეს რინგო დავარქვათო, მაგრამ მერე ისევ ფერიდე არჩიეს.
იზრდებოდა ფერიდე და გარდა იმისა რო ბეჭდით დაიბადა არაფერი საინტერესო მასში არ იყო.
რეცხვა, დაგვა და საჭმლის კეთება ადრეულ ასაკში ისწავლა და აქტიურადაც მისდევდა ამ საქმეს.
ერთხელ ფერიდეს სახლის წინ, ქვეყანაში ერთადერთმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ "ჭაში ჩავარდნილი ქალები" ჩამოიარა. მშრომელი გოგო რომ დაინახეს, ფემინისტებმა მაშინვე მისი დამუშავება დაიწყეს და ჟურნალები და ბროშურები დაუტოვეს, რომ გაცნობოდა და ცხოვრების პრიორიტეტები შეეცვალა.
დაიწყო კითხვა ფერიდემ და მალე მიხვდა, რომ სულ არაა ვალდებული ოღრაში ხოსეს ნასკები რეცხოს და თავისუფლად შეუძლია თავისი შექმნას რამე.
იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს, მარა ვერაფერი გაბედა, მეორე დილით კი დაიგულა თუ არა მშობლები შორს, ბარგის ჩალაგებას მიჰყო ხელი. თავიდან ტანსაცმელი ჩაალაგა, მერე ორიოდ საყვარელი ნივთი, მერე კი სარეცხი ფხვნილი და "Fairy"-ც რო ჩადო, გაიფიქრა - "კაცო აქედან ამას გავურბივარ და თან რაღატო მიმაქო" ბოლოს გაბრაზდა, ის ერთი დახეული ჩანთაც დატოვა და გზას გაუდგა.
აქ მისი ამბავი წყდება, სად წავიდა და როგორ არავინ იცის, ისიც რაც მოგიყევით მეჯართე ჩიტიასგან ვიცი. ჩიტია მაშინ ფერიდეზე იყო შეყვარებული და სულ უთვალთვალებდა. ამიტომ მისი მონაყოლი სიმართლედ უნდა ჩაითვალოს.
გავიდა წლები და ხოსეს და ლანას ქალაქს ერთი კაცი მიადგა. ჯმუხი, შავგვრემანი, ხმელი და საკმაოდ ჯანიანი, თან რაღაც პორტფელით ხელში. პატარა ქალაქი იყო და ყველა დაინტერესდა, ვინააო. უცნობი ხალხს უშანგის სახელით გაეცნო. და თქვა, ბიზნესმენი ვარო. მერე იმასაც დაპირდა თქვენ ქალაქს ავაყვავებო და ახლადშეძენილ სახლში ცხოვრება დაიწყო. თან თავის ბიზნეს გეგმებს ახორციელებდა სხვადასხვა სფეროებში.
ქალქამა მართლაც აყვავება დაიწყო და მალე Elit Electronics - ის მაღაზიაც კი გახსნეს, რომელსაც მალე Beko - ც მოყვა, აღარაფერს ვამბობ ბანკებზე, რომლებიც ყველა კაკლის ქვეშ იყო გახსნილი.
ასე მოვედით დღემდე, ვუყურებ უშანგის და მე, მხოლოდ მე, ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ფერიდეა ბეჭედი რო ამოაყოლა მუცლიდან და 15 წლისა სადღაც გაუჩინარდა.
დარწმუნებული ვარ და ვცდილობ ხალხიც დავარწმუნო, მაგრამ არავინ მიჯერებს, ქალაქის მერზე ასეთებს როგორ ამბობო. ბევრი ვეცადე და ბოლოს აქ ამოვყავი თავი, ხანდახან ექიმები ერთ ხელს შემიხსნიან ხოლმე და თუ ეს ხელი მარჯვენაა - ვწერ.
ჩემი ოთახის სარკმლიდან უშანგის კაბინეტის აივანი ჩანს, რომელიც მდინარეს დაჰყურებს. დილაუთენია გამოვა ხოლმე ჰაერზე, გაიხედავს, გამოიხედავს და როცა დარწმუნდება, რომ არავინ უყურებს, ერთ კოლოფ სარეცხის ფხვნილს და ერთ ფლაკონ "Fairy"-ს აგდებს წალში.
მოსახლეობას კიდე, უკვირს, ამ მყრალ მდინარეში ბანაობის მერე, ასეთი სუფთები და ქათქათები რატომ ვართო.

სიყვარულით
კოკოლოზა

Thursday, March 5, 2009

15 მიზეზი

დღეს, 2008 წლის 1 სექტემბერს, უცნაური და ძალიან სევდიანი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში, არადა უამრავი თანამემამულისთვის ეს თითქმის უბედნიერესი დღე იყო. დღეს ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ქალაქები, სოფლები და დაბები გაივსო ხელჩაკიდული ხალხით. ყველა ბედინიერი იყო და ყველა ერთიანობას გრძნობდა. რუსეთმა ვერ დაგვაჩოქა და ვერც დაგვაჩოქებსო, აი ეს უხაროდათ. კიდე ის აღაფრთოვანებდათ, ასე ერთად ქართველები კაი ხანია არ ვმდგარვართო. მარა, ეს ოხერი, სიტყვა არავის დაცდა იმაზე, თუ საერთოდ რა შემთხვევბში ვდგავართ ხოლმე ერთად ქართველები. ეს მაშინ ხდება როცა ერთად დგომის მეტი აღარაფერი გვრჩება. ქართველები ყოველთვის სხვადასხვა გზას ვირჩევთ, როცა ამის საშუალება გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სხვისი გავლილი და გაკეთებული არ გავიმეოროთ. არავის თავში არ მოსვლია ეთქვა, რომ როცა მშვიდობაა ქვეყანაში და თავზე არავინ გვაცლის სარატოვის ქარხანაში სპეციალურად ქართველების სახელზე დამზადებულ ბომბებს, მაშინ არასოდეს ერთად არა ვართ. ერთად ბრძოლა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ როცა ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება. ვერაფრით ვერ გავერთიანებულვართ მაშინ, როცა ყოფნასა და კარგად ყოფნას შორისაა ასარჩევი. დროშის ტრიალი კარგად ვიცით, დანისაც, ენის – ამათზე კიდე უკეთესად და როცა საქმე ტვინის ტრიალზე მიდის, რატომღაც სულ სხვადასვა მხარეს ვატრიალებთ ხოლმე. ამ ბოლო დროს კი ჩემ ქვეყანას უცნაური რამ შევატყე. თურმე ისე შეგვიყვარდა ეს ოხერი დემოკრატია, რომ მისი სახელით ჩადენილ ყველანაირ სისასტიკეს მივესალმებით. თუ საქართველოში ცხოვრობ და მთავრობამ ბიზნესი, სახლი, მანქანა, ცოლი ან სიცოცხლე წაგართვა, იცოდე, რომ ეს დემოკრატიისთვის იყო საჭირო, გახსოვდეს, რომ შენ არაფერი ხარ როცა საქმე დემოკრატიას შეეხება და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ თუ დღეს გვერდებში ხელჯოხი მოგხვდა, ეს შენივე სიკეთისათვის გაკეთდა, რათა ეს ხელჯოხი ხვალ არ მოგხვედროდა! როგორც ჩანს საბჭოთა კავშირი ის საშინელი სახადია, რომელის კვალიც ადამიანს და ქვეყანას სიკვდილამდე მიყვება. საბჭოეთში ვიცოდით, რომ ვისაც ხვდებოდა მართალი საქმისთვის ხვდებოდა, მარა ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით, დღეს კი მრავალი ადამიანისთვის მართალი ისაა ვინც ურტყამს. და საერთოდ, ეს ურთიერთრტყმის პროცესი, საკმაოდ საინტერესო და ტევადია. დღეს არავის არავისთვის დაურტყამს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ჯობდა დაერტყა და 3000 (თუ მეტი) დაღუპული ადამიანის გვერდით ზეიმი კი არ გაემართა. რას ვზეიმობთ, რომელ გამარჯვებას? იმას, რომ მიწები დავკარგეთ? რომ ქვეყანა ათასი მამაძაღლით აგვევსო? რომ ძმები და დები დაგვეხოცა? რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, ბავშვების მაგივრად ლტოლვილებს მასპინძლობს? რომ პრეზიდენტი იმდენად ეკონომიური და ადვილად შესანახი გვყავს, რომ შეუძლია მთელი თვე ჰალსტუხი წოვოს და არ მოშივდება? რომ ბორჯომში მალე მინერალური წყლის ნაცვალდ ნახშირი ამოვა? რომ ერთი კაციჭამია ქვეყანა ჩვენ მიწაზე დანადგარებს ამონტაჟებს რათა მეორე კაციჭამის თვითმფრინავები ჩამოუყაროს? კითხვას იმდენს დავსვამ რო, შენი მოწონებული, მარა პასუხს თუ მივიღებ რომელიმეზე, ეგაა მთელი ამბავი. ამიტომ რიტორიკული კითხვების დასმას მირჩევნია, რიტორიკული პასუხები გითხარათ და მათი მიგნებით თავი მოვიწონო.

მაშ ასე:

15 მიზეზი თუ რატომ არ გვაქვს საზეიმოდ საქმე:

1. 150 კაციან პარლამენტში 120 კაცი ერთ პარტიას ეკუთვნის და დანარჩენები კი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის ძველ ოცნებას იხდენენ.
2. საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები პოლიტიკაში მხოლოდ იმიტო მოხვდნენ, რომ ავთო ცქვიტინიძემ დაიწუნა მოდელებად.
3. მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში არ ეშინია, მაშინაც კი, როცა დანარჩენი დედამიწა კანკალებს.
4. საქართველოში მართლმადიდებლური ღირებულებების მთავარი დამცველი და გუშაგი გიორგი თარგამაძეა.
5. ერთადერთი ტელევიზია სადაც განსხვავებული აზრი შეიძლება მოისმინო, უბნის ტელევიზია “კავკასიაა”.
6. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არჩევიდან ერთ საათში თანამდებობას ტოვებს, ხოლო ჩვენი პროფესიონალური გუნდები მეთევზეთა და ბუღალტერთა გუნდებთან აგებენ.
7. შუა თბილისში ჯერ კიდევ დგას სოციალისტური შრომის სამგზის გმირის, ვინმე შჩოლკინის თუ შჩელკინის ბიუსტი.
8. რუსების მიერ ჩამოყრილი რაკეტებიდან არეცერთი არ დაეცა გორის ცენტრში მდგარ სტალინის ძეგლს.
9. პრეზიდენტი სიღნაღსა და კიევს შორის მერყეობს, ხოლო საქართველოს ისტორია მისთვის ვარდების რევოლუციიდან იწყება.
10. უზრუნველყოფილ მოქალქეებს სჯერათ რომ დემოკრატია კარგ ხელფასს ნიშნავს.
11. კორპუსები ისე ახლოს შენდება ერთმანეთთან, რომ მალე საკაბელო ტელევიზია აღარ გახდება საჭირო.
12. ფეხბურთის ყურება მხოლოდ დიმა ობოლაძის კომენტარითაა შესაძლებელი (ნეტარ არიან ყრუნი ყურითა).
13. საცურაო აუზში თვიური აბონემენტი სამი მასწავლებლის თვიურ ხელფასს უდრის.
14. ამ ქვეყანაში საფლავებსაც კი ღობეებს უკეთებენ.
15. და ბოლოს მე ისევ უმუშევარი ვარ.

სიყვარულით

კოკოლოზა

Tuesday, March 3, 2009

უსათაურო

დასწყევლოს ღმერთმა, აქ როგორ ცივა! - ამოიგმინა მომაკვდავმა ჰიტლერმა და სულიც განუტევა.
ტიროდა ყველა: ევა ბრაუნი, ბენიტო მუსოლინი, გებელსი (თუმცა არავინ იცის, ის იმ დროს ცოცხალი იყო თუ არა). ტიროდა ქვა და ტიროდა მიწა. ქვითინებდნენ რაიხსტაგის დანგრეულ-დანახშირებული კედლები, ტიროდა გერმანელი ჯარისკაცის ჩაფხუტი, რომელიც გრძნობდა, რომ მალე ჭიკარტების სათავსოდ იქცეოდა.
მოკვდა კაცი გენია, კაცი ულვაში, კაცი ემოცია.
ახლა რაღა იქნება? - იკთიხა თვალცრემლიანმა ევა ბრაუნმა.
არც არაფერი, ერთი ფერმა შევიძინოთ და დამპალი ღორები მოვაშენოთ - უპასუხა მუსოლინიმ, რომელსაც უაზრო და უადგილო ხუმრობები უყვარდა.
შეგიძლია ერთხელ მაინც სერიოზული იყო?! - უყვირა ევამ, შენნაირი მერყევი მეგობრების გამო დაიღუპა ჩემი დოლფი. როცა ის სტალინგრადთან წვალობდა შენ იჯექი და იტალია - ესპანეთს უყურებდი. მოგეგოთ მაინც, სამარცხვინოდ ითამაშეთ.
კარგი დაწყნარდი ევა - საუბარში, აქამდე გაჩუმებული, გებელსი ჩაერთო. თქვენ რა გიჭირთ, მე ისიც არ ვიცი, ახლა ცოცხალი ვარ თუ არა. ისე ღორების ფერმის იდეა მეც მომწონს, აი ღორი რძესაც რო იძლეოდეს ნაღდად თავიდანვე მოვკიდებდი მაგ საქმეს ხელს.
სხვათა შორის ზოგ ქვეყანაში ღორის რძესაც სვამენ (მუდამ ასეთი არაკომპეტენტური და მოსულელო განცხადებების გაკეთება იცოდა მუსოლინიმ)
რა ღორის რძე თქვენ სულ გაგიჟდით - ისევ იღრიალა ევამ - შეხედეთ რა კაცი აღარ არის! რა დრო დაგვიდგა, ვიღაც ორი ნაბიჭვარი ჩვენი იმპერიის სიამაყე, რაიხსტაგზე, წითელ დროშას არჭობს, თქვენ კიდე ღორებზე ლაპარაკობთ.
რა ვქანთ აბა ევა - მიუგო სწაფად მუსოლინიმ - თან ხო არ ჩავყვებით საფლავში!
გთხოვ დამშვიდდი ევა, ამას ახლა ვეღარ გააცოცხლებ, ჩვენ კი თავს რაღაცით ხომ უნდა მივხედოთ, ბოლოს და ბოლოს არსებობა ხომ გვინდა, სიცოცხლე გრძელდება, შენ ლამაზი ქალი ხარ, ჭკვიანი, ნიჭიერი ცხოვრება წინ გაქვს და შენი ბედი უნდა ეძიო, ალბათ ახლო მომავალში გავარკვევ ცოცხალი ვარ თუ არა, და თუ ცოცხალი ვარ, ცოლობას გთხოვ, მე მინდა შენზე ვიზრუნო - გაბედა გებელსმა.
მართლა?! და მე მარტო ყოფნა არ მომიწევს?! და შენ მართლა გინდა შენი ცოლი გავხდე? შენ მართლა გინდა ჩემზე იზრუნო?! ასეთი სიტყვები დიდი ხანია ჩემთვის არავის უთქვამს - ისევ აქვითინდა ბრაუნი.
მინდა აბა არ მინდა! და თანაც როგორ, ამდენი ხანი ვერ შემოგბედე, ან როგორ შემოგბედავდი, დოლფი ხომ ასეთი ეჭვიანი იყო.
ხო, ეგ ჩემისა სულ იმას მაბრალებდა ჯარისკაცებს შენ უფრო უყვარხარ ვიდრე მეო - ისევ ჩარეთო მუსოლინი, არადა სულ არ მეკიდა ეგ ჯარისკაცები! 
კარგი ბენიტო გვაცალე - უთხრა გებელსმა მუსოლინის - ვერ ხედავ აქ რა საქმე წყდება, ჩვენი ბედნიერება იჭედება ამ ოთახში, ჩემი და ევასი.
მაშ, ჩემო ვარდო, ახლავე წავიდეთ და, თუ ცოცხალი აღმოვჩნდი, ჯვარი დავიწეროთ, ნოტრდამში ან წმინდა პეტრეში, აგერ ბენიტო მამაოს გააფრთხილებს - აღტაცებას ვერ მალავდა გებელსი.
წავიდეთ, წავიდეთ წმინდა პეტრეში ერთ კაი მამაოს ვიცნობ, ის დაგწერთ ჯვარს!
მოიცა და მეჯვარეები? - იკითხა ევამ.
ერთი მეჯვარე მე ვიქნები, შენთვის კი ერთი მონაზონი მეგულება იქ ტრიალებს ხოლმე ტაძარში, ტერეზა ქვია, ყველას ეხმარება და ჩვენ რატო გვეტყვის უარს - ემოციებს ვერ მალავდა მუსოლინი.
კარგი მაშინ ჩქარა წავიდეთ, მალე მინდა ჩემი ცოლი გახდე - ვერ ითმენდა გებელსი.

სამივე საჩქაროდ კარს მივარდა. ევა ბრაუნი უცბად გაშეშდა და შეშინებულმა უკან მოიხედა. - კი მაგრამ დოლფი... ის ხომ მოკვდა, ასე როგორ დავტოვოთ, უპატრონოდ!

ჰოო, ეგ მართალია - ჩაფიქრდა გებელსი.

ეჰ, წავიდეს მაგის დედაც!.. ჩაიქნია ხელი ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ევა ბრაუნს ხელი ჩაავლო და სამივე დოლფის ახალი როლს როისით რომისკენ გავარდნენ.


მეგობრებო, ასე კვდებიან ტირანები.

სიყვარულით

კოკოლოზა

მზეჭაბუკები

მზეჭაბუკები

არსებობს ყველაზე სუფთა ქალაქი, ყველაზე ბინძური და ყველაზე მწვანე ქალაქი. აგრეთვე ყველაზე ძველი, გრძელი, მაღალი, ფართო, ვიწრო, კრიმინალური მზიანი და ქალაქ ივანოვოსავით კაცთათვის ყველაზე საინტერესო, ანუ მეტწილად ქალებით დასახლებული ქალაქები. ნეტავ როგორი ქალაქია ჩემი მზის და ვარდების მხარე? აქ მზეც არის, ქალებიც და სიბინძურეც, არც კრიმინალური ფონი გვაკლია და არც სივიწროვე. და რაც მთავარია გვყავს ქალაქის მერი.
მოკლედ, თბილისი, 1993 წელი ზაფხული მზე ღია ფანჯრები და იქედან გამომავალი “ნირვანას”,”კოკოჰასა” და მეორე არხის კინოსეანსის მუსიკის ჰანგები. მოამბეში დავით სოკოლოვის კონკრეტული ხმით გადმოცემული ახალი ამბები. (ეჰ გავა დრო და ბატონი დავითი ასეთივე დამრიგებლური ტონით გვირჩევს წამალ სალხინოს მიღებას და ამით დედამიწის ზურგზე არსებული ყველა დაავადებისაგან განკურნებას) ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან მე 14 კორპუსთან მდგარმა და აბსოლიტურად სხვა წამლის მიერ დატყვევებულმა ბიჭებმა, რომლებიც მე 5 ე სართულზე მცხოვრები 47 წლის მადონას ასაკისათვის უჩვეულო გარეგნობასა და მკვრივ და დაჭიმულ ძუძუებზე საუბრობენ მადონა ახლახანს ულვაშებიანი მამაკაცის მიერ მართულმა მწვანე ნოლადინმა მოიყვანა სახლში. Mრგვალ, წითელსახიანი მელოტი კაცი მომთხოვნი მზერით აცილებდა მადონას ლიფტამდე და როგორც მის ვნებიან თვალებში ჩანდა ქალის, ბიჭების აზრით ასაკისათვის უჩვეულო სექსუალურ სხეულს კი კლიმაქსამდე.ახლა კი დროებით მოვწყდეთ ჩვენს უბანს და იმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ კარგად შემონახული მადონა ,მოდით სამოცდათიანების ბოლოს, საბჭოთა ფლოტის სიამაყე საკრუიზო ხომალდ “შოთა რუსთაველზე” გადავინაცვლოთ.ეს ქალბატონი თავის დროზე მოცეკვავე იყო. “სუხიშვილებში” ცეკვავდა. ერთხელაც საკრუიზო კრეისერ “შოთა რუსთაველზე” კონცერტების დროს, ამავე გემის კონფერანსიე და მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელი ენრიკო არჩვაძე გაიცნო. ენრიკო 10 წელია ამ გემზე მუშაობდა და მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი- ნეაპოლში 58 ჯერ ვარ ნამყოფი, ხოლო აქ იამაიკაზე უკვე მეასედ მოვცურდითავმომწონედ ემუსაიფებოდა მოხდენილი ,წელში გამართული ენრიკო 17 წლის მშვენიერ მოცეკვავეს.მადონა მას არ უსმენდა იგი გემბანის ცხვირისაკენ შეზლონგზე მჯდარ ადამიანს მიშტერებოდა, რომელიც ისე კისკისებდა, რომ მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა გოგონები თითქოს მზად იყნენ ნებისმიერ წუთს, საჭიროების შემთხვევაში მის მოსასულიერებლად.მადონას აქამდე ზანგი არასდროს ენახა. ასე ახლოს, ასეთი მომხიბვლელი და თანაც ახალგაზრდა. - ზანგი.უნებლიედ წამოიძახა მადონამ და ენრიკოს მონდომებული თხრობა დაუვიწყარი კრუიზების შესახებ უცერემონიოდ შეწყვიტა.- დიახ გეთაყვა აქ ბევრი ზანგია. ეს ხომ საერთაშორისო საკრუიზო გემია.ლათინური სახელის მქონე ქართველ არშემდგარ ოპერის მომღერალს კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ სუხიშვილების ქართულისა და სამაიას სოლომ – მადონამ ამის საშუალება არ მისცა. ხელის მკლავზე ნაზი შეხებით თითქოს ანიშნა წავედიო და მომღიმარი შავკანიანისაკენ გაეშურა- good day mister ის სიტყვები იყო რომელიც საბჭოთა განათლების სისტემის წყალობითა და მარგო მასწავლებლის მეშვეობით აითვისა მადონამ სკოლაში - good day miss მომხიბვლელმა ზანგმა სიცილი შეწყვიტა და დაბნეული თვალები ააყოლა გოგონას სხეულს .ფეხებიდან თმებამდე.რამოდენიმე წუთში ზანგის სიცილი კვლავაც ისმოდა. ოღონდ ახლა მის მოსასულიერებლად, (თუ საჭირო გახდებოდა რა თქმა უნდა.) უკვე მადონა იყო მზად.Aიმ ღამით კი მოსასულიერებელი თავად მოცეკვავე გოგონა იყო. უშრეტი ენერგიისა და გიგანტური სასიყვარულო საშუალების, კენიური წარმოშვების ამერიკელმა სტუდენტმა სახელად ჰუსეინმა. ზანგთუნახავი მოცეკვავე ერთბაშად მიაყენა ტკბობის უმაღლესი მწვერვალისა და სიკვდილის პირას.მეორე დილით მადონამ ენრიკოს სთხოვა, რომ აქ დარჩებოდა და მის კაბარეში იცეკვებდა. გემის მთავარი მუსიკმაისტერი სიხარულით დათანხმდა და საქართველომ ქართული ხალხური ცეკვების უნიჭიერესი ამომავალი ვარსკვლავი – მადონა ბაქრაძე დაკარგა.ასე გაიცნო მადონამ პირველი ზანგი. კენიელ – ამერიკელი ჰუსეინი, რომელსაც ორი ოცნება ჰქონდა. Pირველი: ენახა გაბრწყინებული აფრიკის მარგალიტი, კენია და მეორე უფრო რეალური, მას უნდოდა დიდი კაცი გამოსულიყო, დიდი და გავლენიანი.ახლა კი ჩვენს ეზოს დავუბრუნდეთ და თხრობა განვაგრძოთ. მაში ასე ნოლადინი ხველებით დაიქოქა ლიფტის კარები ჭრიალით გაიღო და მასში მადონასთან ერთად გამხდარი ნაცრისფერ შორტებიანი ბიჭი შევიდა მადონა – ელისბარ რა მიგაქვს სახლშიამ კითხვის გაგონებაზე 15 წლის ელისბარმა ის რაც სახლში მიჰქონდა ცოტათი ქვევით შორტების წინა მხარისაკენ ჩამოწია რათა კარის მეზობლის დანახვაზე გამაგრებული საყმაწვილო კუნთი დაემალაელისბარი – ბე ბევრი ნაჭერი შავი ნაჭერი მადონა დეი უნდა შევკერო…..როდესაც მადონამ იკითხა – რა? მაშინ იგი უკვე თავის ხის კარებს აღებდა და პასუხსაც არ დალოდებია ორივემ თავ თავიანთი სახლის სანიტარულ კვანძს მიმართეს ქალი თეთრ ფინურ უნიტაზზე დაჯდა და გერმანული შნაპსის სხეულის მიერ გადამუშავებული ნარჩენები გამოდევნა ბიჭმა კი სხეულის მიერ გამომუშავებული საკუთარი ქრომოსომებითა და დე ენ ემით დატვირთული- თესლი თესლი დავითრიე ბიჭო მაგარი გალის პლანია ეე- ვა მერე დათესე ამ საუბარს სადარბაზოსთან მზეზე მდგარი ჭაბუკები აწარმოებდნენჩაცუცქულს კანაფის თესლი ეშოვნა და კედელზე მიყუდებულს სიხარულით ამცნობდაბარდიურზე მჯდომს კი ერთი რამ არ ასვენებდა- რა ჩემი ylis ნაჭერი მიჰქონდა ელისბარას სახლში მაგ პიდარასტს ა?ელისბარს ამ კაცის წამლის კეთებისაგან ერექცია დაკარგული ორგანოს ნაჭერი არაფერში სჭირდებოდა მან ლაქებიანი თეთრი ცხვირსახოცი იქვე ტუალეტში მიაგდო და შემოსასვლელში დაგდებული შავი დაკეცილი ბარხატი დაითრია- დღესვე შევკერავ შორტების შეისწორა და თავის ოთახში შევიდა ხუთოსანი დედისერთა
- ე მართლა ტო ეგ ვერარის არა?ფეხზე წამოიმართა ჩაცუცქული და თან კორპუსისკენ მომავალ ნაცნობს მიესალმა- ვა ვატო რა მოგაქვს რა არი? სალამნარევი გაკვირვებით მიაძახა კედელზე მიყუდებულმაც- ეს შუბია ძველი ჩემი დის თეატრში მოვიპარესიტყვებმა “ჩემი და” და “თეატრი”, ბარდიულზე მჯდომის სახეზე სიტკბოება და ბედნიერება ასახა და ამავე სახეზე არსებული ორივე თვალის მინაბვა გამოიწვია.რა თქმა უნდა აქ თეატრი მეორეხარისხოვანი იყო მთავარი კი იყო “ჩემი დის”ოოო რამდენ, ჯერ კიდევ გადარჩენილ ჰორმონს გამოეღვიძა ტვინის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ინპულსებისაგან. ისინი აბობოქრდნენ და ამ ბიჭის შარვალმაც სცადა “ზმეიკასთან” ოდნავ გამობერვა, მაგრამ ცოტახნით. ერთი კვირის წინ რეპეტიციაზე ყოფნისას ზემოთ ხსენებული “ჩემი დის” 17 წლის მკერდის დანახვის გახსენებამ ვერ სძლია უკეთეს შემთხვევაში ოპიუმისა, ხოლო ძირითადად გაციების წამლის, მარგანცოვკისა და ბენზინის მიერ ნეიროსექსუალური სისტემისათვის მიყენებულ ზიანს- რათ გინდა შუბი? სამი ლარი გააქვს?ასე მოხერხებულად შეაერთა ორი განსხვავებული კითხვა კვლავ ჩაცუცქვის პროცესში მყოფმა …………….. მოდი ახლა უკვე დავუძახოთ ამ ხალხს ის სახელი რომლითაც მათ მოიხსენიებს მადონა. “მზე ჭაბუკები” და თავად ამ ქალბატონს მივმართოთ განმარტებისათვის- ასეთი ლამაზი ბიჭები მზეში რომ დგანან სულ მზე ჭაბუკებს მაგონებენ სულ. აბა ამათ სამსახური არ უნდა ჰქონდეთ და კაი მანქანები “ნისან პატრული” მაგალითად
ულვაშებიანო მგზნებარე მამაკაცო შენში თუ რამე მოსწონს მადონას ეს ნოლადინი ნამდვილად არ არის. გაყიდე ნაკვეთი მუხათწყაროში და იყიდე დიზელის ნისან პატრული, თორემ მადონა შენზე ენერგიულ და უფრო მკვრივ კუნთზე უპრობლემოდ გადაჯდება. გაიგე?!- სამი ლარი არა ის მეჩქარებანაბიჯს უმატა მსახიობი გოგონას ნახევარძმამ
ზაფხულის შუადღის ხმები. რემონტის პოლიფონია და ლეიბის ბერტყვის მკვეთრი რითმი. ლაზის ფირმის მიერ გამოშვებული კუზიანი ავტობუსის ცემინება. ეზოში “კრანთან” მჯდარი მეზობლის კაცების მიერ დომინოს ქვების მორევა- დახეთქების სიმფონია და………… ეს რა ხმებია? უცნაური და უცხო. მოუსმინოთ როგორ შეავსეს ზაფხულის უბნის მელოდიები საკერავი მანქანის, ლითონის, სალესი ქვისა და დივანზე დედიშობილად მიგდებული მგზნებარე მოგონებებში გადაშვებული მადონას ორგაზმისწინა გაბმულმა კივილმა. მორჩა. ქალური მუხტის ბოლო აღმართზე მყოფი მადონას სხეული ცხრებოდაასტრონომიაზე მეოცნებე კომბინატორ დოქტორ ზინგერის მიერ დაარსებულ ქარხანაში 1887 წელს გამოშვებული, ნაზი ბებიას ბიძის, ზახარის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას რუსი ჯარისკაცისაგან ნაყიდ საკერავ მანქანას თავისი ასაკისათვის შეუფერებელი გაუსაძლისი “შტოპკის” მერე გულ სისხლძარღვთა სისტემა რომ ქონოდა ალბათ ინსულტი ან მწვავე ინფაქტი დაემართებოდა. გაჩერებული გაპარტახებული და გაძარცვული ერთდროს მსოფლიოში მქუხარე ქართული კინემატოგრაფის სავანიდან კინოსტუდია “გრუზია ფილმიდან “ წამოღებულ რეკვიზიტი შუბი კი რომელსაც ალბათ მრავალ ფილმში მიუღია მონაწილეობა ვატოს ლოგინზე იდო და “ბრიტვასავით” ალესილი პირით ჩაფლულიყო მის ბალიშში სადარბაზოს წინ აღარავინ იჯდა არც იდგა და არც ჩაცუცქულიყო.რემონტის კეთებისაგად დაღლილ ჭიათურელი მუშებს გაჩერებაზე მოეყარათ თავი და წითელზოლიან ავტობუსში ეტენებოდნენ.მადონას ჩაეცვა, ყვავილებს რწყავდა და ჩქარობდა ტელევიზორში ხომ უკვე ჩარლი ჩაპლინის უშნო ნახატი ხვანცალებდა. მალე მეორე არხის კინოსეანსი დაიწყება და ნოლადინის პატრონი ულვაშებიანი კაციც, რომელსაც სახლში მოსულმა მელოტმა სტუმარმა სქელი კონვერტი დაუტოვა მაგიდაზე და მთქნარებით დაემშვიდობა, სტუმრის წასვლის შემდეგ თავის ორ ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად უყურებს ფილმს ამომავალი ავსტრალიელი ახალგაზრდა კინოვარსკვლავის მელ გიბსონის მონაწილეობით. -“ბებია მაგათის” ჩაიბუტბუტა გამხდარმა სიტყვა ბილწმა კოტე მგელაძემ რომელიც დღეს თელასის ქვესადგურში იყო მორიგე, ჩამოწია “რუბილნიკი,” ღიმილით ჩაახველა და მიუჯდა ბაზრობაზე ნაყიდ “ზონის” შავთეთრ ტელევიზორს, რათა მთელს დიდ დიღომში მას და “დვიჟოკების” პატრონებს, მხოლოდ მათ ენახათ ფილმი “სასიკვდილო იარაღი 2”. ქუჩაში საღამოს სინფონიას ახლა უკვე ჭრიჭინათა და “დვიჟოკთა” გუნდი ასრულებდა.
დილით რიგით მეოთხემ ღამით ჩართულად დატოვებულმა ტელევიზორმა გამოიღვიძა. მესამემ კი მასში მოსაუბრე დავით სოკოლოვმახმა ტელევიზორიდან - დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მურთაზ ზანკალიანი მე9 ბლოკს ეწვია და მისი რეაბილიტაციის გეგმა განიხილა…………….- ოჰ ეს მე 9 ბლოკი კიდევ აფეთქდა ფუფ გაიზმორა შიშველი მადონა, მხნედ წამოხტა და ფარდის გადასაწევად გაეშურა მის წინა მე- 12 კორპუსში თავის დილის პოსტზე, ფანჯარასთან 16 წლის ალუდა უნდა მდგარიყო მერვე სართულიდან, რომელსაც მეორეს უნდა გაღვიძებოდა, მაგრამ ის იქ არ იყო. რატომ? რა მოხდა? - რა სიბნელეა სად არის მზე? ჯერ არ გათენებულა კაცო?მადონამ თვალი მოავლო “ზალის” ფანჯრიდან ხილულ ეზოს პერიმეტერს და ვერც მან დაინახა მისი მოტრფიალე ფეხბურთელი, რომელიც ფანჯრის რაფაზე ცალი ხელით ჩამოეყრდნობოდა ხოლმე და მეორე…..- მეორე არხი? შეცბა მადონა- კი მარა დილით მეორე არხს რა უნდა ის ხომ საღამოს 7 ზე ირთვება?- თანაც ეს როგორი ორიანი დაუწერიათ, ცხენივით?გაკვირვებული მადონა ტელევიზორის წინ იდგა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. ტელევიზორში კი სოკოლოვის ნათქვამზე ყველა იცინოდა. მის გვერდით თეთრ პერანგიანი, ხალსტუხიანი ბიჭი იდგა და რაღაცეებს ეკითხებოდა ბატონ დავითს. უკან მსხდომი მუსიკოსები კი ხანდისხან მელოდიების პატარა ნაწყვეტებს უკრავდნენ. მერე რეკლამა დაიწყო.- Eე მეორე არხი რუსთავში გადაუტანიათ? მადონა სარაფანს იცვამდა და თან ისევ ფანჯრისკენ მიიწევდა - ეს ვინ არის კაბელის კორპუსის კრიშაზე?სახურავზე ადამიანი იდგა.ის ადამიანი ვინაც დღეს პირველმა გაიღვიძა, ელისბარი.მას ხელში დიდი შავი ნაჭრის ფარდა ეჭირა და ამომავალი მზისთვის გადაეფარებინა.- აი თქვენ მზე ჭაბუკებო! ვინ არის yle? ახლაც დადექით მზეში აბა?! თქვენ ხართ ლამაზები?! მე მე მოვეწონები მადონას! გაიგეთ დამპალო ნარკომანებო?!ელისბარის ღრიალთან ერთად მადონას ტელევიზორიდან გამოსული რეკლამის ხმაც გაისმა.-აქსის პალასი საბურთალოზე. კომფორტის სრული პაკეტი შენს სახლში.” - გახსენი ანაბარი საქართველოს ბანკში და დაეხმარე რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს! დიზელის ძრავში საწვავის აალება სხვაგვარად ხდება. ამის გამო მას დამახასიათებელი ეგრედწოდებული კაკანის ხმა აქვს.ჰოდა ამ კაკანის ხმას სიგნალის ხმაც მოჰყვა. დაბნეულმა მადონამ ახლა უკვე აივნიდან გადაიხედა. ეზოში იმ ადგილას სადაც გიზოს ნოლადინი ახველებდა ხოლმე ალხა მუქი მწვანე “ნისან პატრული” გრგვინავდა. მისი სალონიდან დაბნეული მაგრამ მაინც ამაყი სახე ეშმაკურად იცქირებოდა. - ჩამოვდივარ გიზო დამელოდემადონა ადგილიდან მოწყდა და ფეხშიშველი, ათლეტის ნაბიჯებით კარებისაკენ გაიქცა. ფაციფუცით გააღო საკეტი ისე გავარდა ზღურბლიდან რომ კარი არც მოუხურავს. მას კიბეებზე შუბმოღერებული ვატო წამოეწია, დაეჯახა და წააქცია.- - ნუ გეშინიათ ახლავე დავფლითავ შავ ფარადს და დაგიბრუნებთ მზეს!გადიდებული თვალებით მორბოდა ტრუსებიანი რაინდი კიბეზე. მისგან გათელილი შეშინებული ქალი კი საფეხურზე წამოჯდა და კორპუსის წინ გაკრულ, უზარმაზარ პლაკატს მიაშტერდა. პლაკატიდან ზანგის კაცი იღიმოდა. ღა ნაცნობი ღიმილი იყო ღმერთო ჩემო. Mადონა მონუსხული უყურებდა დიდ თეთრ ტილოზე წითელი ასოებით გაკეთებულ წარწერას: “ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში – ბარაქ ჰუსეინ ობამა თბილისშია”.ჩვენი მშვენიერი ფეხშიშველა ქალი კიბეზე იჯდა და სიხარულის ცრემლებით დასველებოდა ლოყები.მან ეს გააკეთა. ჰუსეინი დიდი კაცი გახდა. ახლა კი მისი მეორე სურვილის ასრულების დროა. მიდი გაბრწყინდი დიდო კენიავ. მიდი და იქნებ წლების წინ გაცნობილი და ნაფერები ქართველი მოცეკვავე ქალის ხათრით, ბოლოს და ბოლოს მისი სამშობლო იბერიაც გაბრწყინდეს ა? თორემ ჩვენ ისევ ისე ვართ როგორც 1993-ში, ოღონდ ახლა კორპუსისწინ აღარც მჯდომიარეა, აღარც ჩაცუცქული და აღარც კედელზე მიყუდებული. ისინი ყველა, უკეთეს შემთხვევაში სუბომ, ხოლო ძირითადად ცცცცც მ დააწვინა., გააქრო ისე, რომ მათ ვერ იყიდეს “ნისან პატრული”. ქვეყნიდან რომლის დედაქალაქსაც ჰქვია თბილისი და როგორც ყველა ქალაქს მასაც ჰყავს მერი. ქალაქის მერი დედისერთა ელისბარ მჟავანაძე.

უშრეტი ვნებით, საზოგადოების საკუთრება “ლინზა”

Friday, February 27, 2009

გალაკტიონი

ამ ბოლო დროს ათას წვრილმანზე ფიქრი დამჩემდა, ეს ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი დრო იმაზე მეტი მაქვს ვიდრე უნდა მქონდეს, მეტიც, მთელი ჩემი ცხოვრება თავისუფალი დროა. ჰოდა, მეც ვზივარ და ვფიქრობ. ხან ნუდლსზე და დებორაზე, ხან ბრეჟნევზე, ხან გრიგალ კატრინაზე და ხანაც გენდერულ ბალანსზე. გალაკტიონი წერდა:

"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა"-ო.

მართლაც, რა საინტერესო სანახავი იქნება ქართველი ქალწულების გალაკტიონის ხიდიდან მტკვარში ფენა. ამის სანახავად სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც. წარმოიდგინე, ქართველი ქალწულების უწყევტი ჯაჭვი მოედინება მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებიდან, რათა გალაკტიონის ხიდიდან მტკვარში გადაეფინოს და ამით პატივი მიაგოს დიდი პოეტის ხსოვნას და სახტად დატოვებული ვაჟების თავმოყვარეობას. ალბათ გალაკტიონიც დატოვა ვიღაცამ სახტად, თავის დროზე. თუმცა რაღა ვიღაცამ, მერიმ. და თან როგორ დატოვა, ვით მეფე ლირი ყველასგან მიტოვებული. აბა რაღა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ, გალაკტიონს ქალწულების ხიდიდან ფენა მონდომებოდა.მავანი იტყვის: როგორც ჩანს ამ სიტყვების უგუნური ავტორიც დაუტოვებია ვიღაცას სახტადო. ეგეთებიც მომხდარა, დიდი ხნის წინ. მაგრამ არ გეგონოთ ბოღმა მალაპარაკებდეს, არა და არა. "ქალწულების ხიდიდან ფენა" უფრო კულტურული მოვლენაა ვიდრე გალაკტიონის ან ჩემი პირადი კაპრიზი. ეს აუცილებელია დაჭაობებული ღირებულებების გადასაფასებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მტკვარში გადაფენილი ქალწული სულ სხვა ამოვა იქიდან. სხვაგვარად დაინახავს სამყაროს და სხვა ტონალობაში გააგრძელებს სიმფონიას.ამიტომ გთავაზობთ, დავაწესოთ "ქალწულების ხიდიდან ფენის დღე". ყოველი წლის 16 ივლისს (ზაფხული ჯობია, რომ არ გაცივდნენ), 21 წელზე უფროსი ქალწულები შეიკრიბებიან გალაკტიონის ხიდზე და მტკვარში გადაეფინებიან, ხოლო ვინც ნებით არ იზამს, მას ძალით გადაფენს "სახტად დატოვებულ ვაჟთა სპეციალური კომისია" (სდვსკ).თუ ამ იდეის მომხრე ხართ, მოდი, შემდეგ არჩევნებზე ჩავატაროთ რეფერენდუმი, ხოლო თუ წინააგღმდეგი, სდვსკ თქვენც მტკვარში გადაგფენთ, როგორც არაპროგრესულად მოაზროვნეებს. ველი თქვენს გამოხმაურებას.

სიყვარულით

კოკოლოზა

Thursday, February 26, 2009

დასაწყისი


ეს არის არაფორმალ ლიტერატორთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მხოლოდ დაუთრგუნავ აზრსა და სიტყვის სილაღეს აღიარებს.
გმობს კონფორმიზმსა და ფარისევლობას.


ასაზრდოვე გონი ეკოლოგიურად სუფთა საკვებით!