ამ ქვეყანაში უამრავი რამ მიშლის ნერვებს, იმდენი, რომ ხანდახან მავიწყდება კიდეც რა მიშლის ნერვებს. ჰოდა, გადავწყვიტე შევქმნა, თუნდაც არასრული, ნუსხა, რათა, ერთხელ, დაბნეულობისგან უემოციოდ არ გავატარო ის, რამაც, წესით, ნერვები უნდა მომიშალოს.
მაშ ასე:
ნერვებს მიშლის მთავრობა, რომელიც ძირითადად ჩათლახებისა და მათდამი დაქვემდებარებული ჩმორებისაგან შედგება.
ნერვებს მიშლის ოპოზიცია, რომელიც ასევე ჩათლახებისა და მათდამი დაქვემდებარებული ჩმორებისაგან შედგება, თუმცა მთავრობისგან განსხვავებით ოპოზიციას ვერ მოუხერხებია იყოს "რადიკალურად" ჩათლახი და "რადიკალურად" ჩმორი.
ნერვებს მიშლიან ტელევიზიები, რომლებიც ჩათლახებსა და ჩმორებს აღმერთებენ.
ნერვებს მიშლიან ამ ტელევიზიების უპრინციპო ჟურნალისტები.
ნერვებს მიშლიან ამ ტელევიზიების უპრინციპო მაყურებლები.
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც თვლიან, რომ "რაღაცეები კეთდება".
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც თვლიან, რომ არაფერს აქვს აზრი, რადგან ყველაფერი მაინც "თავისით კეთდება".
ნერვებს მიშლიან NGO-ები, რომელთა დარმავოი ფულებმაც, 90-იანებში შიმშილს გადაგვარჩინა და 2000-იანებში რესტორნები გაგვახსნევინა.
ნერვებს მიშლიან მემერცხენე ინტელექტუალები, რომლებიც "ქვეყნად გამეფებულ ძალადობას" NGO-ებისს თბილ ოფისში, ფინჯანი ყავით ხელში ებრძვიან. (რა თქმა უნდა, დონორის ხარჯზე).
ნერვებს მიშლიან მემარჯვენე იდიოტები, რომლებიც მემარცხენე ინტელექტუალებს დასცინიან და NGO-ს დარმავოი ფულებით გახსნილ რესტორნებში ებრძვიან "ქვეყნად გამეფებულ ძალაობას", ღვინის ჭიქით ხელში. (რა თქმა უნდა, დონორის ხარჯზე)ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჯერ ღმერთს სწირავენ და მერე ადამიანს.
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჰელოუინს არბევენ.
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ჰელოუინს კბილებით იცავენ.
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ცხოველებზე გიჟდებიან, მაგრამ, აი კატებს, ვერ იტანენ.
ნერვებს მიშლიან ელიავას მუშები, რომლებას სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა, რომ მშობლიური საჩხერე და ჭიათურა დატოვონ და ხიდის ქვეშ დადგნენ Bosch-ის დრელებით, მაგრამ მაინც ნერვებს მიშლიან.
ნერვებს მიშლიან პროვინციული სკოლების დირექტორები და მათდამი მოწიწებული პროვინციელები.
ნერვებს მიშლიან ისინი, ვინც მანქანაში 10 000-ს იხდიან და, ამ მანქანიდან გადმოყრილი ნაგვის დასასუფთავებლად, თვეში ლარის დადება არ უნდათ.
ნერვებს მიშლიან ქართველი ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები. (თუმცა ეგენი უკვე აღარ მიშლიან, მკიდიან)
ნერვებს მიშლიან ქართველი პრინცესები, რომლებიც განათლებასა და კარიერაზე მხოლოდ მანამდე ფიქრობენ, სანამ პრინცი არ მოვა და დაიპყრობს.
ნერვებს მიშლიან ქართველი პრინცები, რომლებსაც პრინცესების დაპყრობის შემდეგ სამეფო სისხლი უწყალდებათ და ჩვეულებრივ მემარჯვენე იდიოტებად იქცევიან.
ნერვებს მიშლიან ჩემნაირები, ჩემზე უარესები და ჩემზე უკეთესები.
ნერვებს მიშლის ის, რომ ვეღარაფერი მომიფიქრებია.
ეჰ, რა დღეში მაქვს ნერვები!
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment