Tuesday, April 28, 2009

Deborah's Theme



ხანდახან დაფიქრდები ადამიანი და ვერ მიმხვდარხარ: მაინც რატომ გააუპატიურა ნუდლსმა დებორა? ნუთუ იმსახურებდა? თუ ნისპრავედლივი ხელი მოხვდა? (ხელი არა ...). და საერთოდ, იმ მომენტისთვის დებორა ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო? - არავინ იცის და ალბათ ვერც გაიგებს. ნუდლსი ისე გადაყვა მოსაწევს, ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს, დებორა კიდე მაგის გამბაზრებელი არაა. ხო მძღოლი დამავიწყდა კინაღამ, მარა აბა იმას რა ეცოდინება, ერთი პატიოსანი კაცი იყო და მალევე გარდაიცვალა საწყალი. ცეროზი აწუხებდა უბედურს.
მძღოლი იქით იყოს და დებორას დავუბრუნდეთ. არ უნდოდა ნუდლსს ეგ ამბავი, დარწმუნებული ვარ, არ უნდოდა, მარა კაცია და ნერვები აქვს (თუმცა ეხლა რაღა ნერვები, დაზომბებულია მოსაწევისგან), ჰოდა ვეღარ მოითმინა, ადრენალინი მოუზღვავდა, წნევამ აუწია და ნესტოები დაებერა, აღარ იყო ნუდლსი ის ნუდლსი. ან როგორ უნდა ყოფილიყო, იქ ციხეო, იქ დომინიკიო, ბიჭებიო, დებორაო... და გაწყდა ძარღვი, დაიკარგა ღერძი, გამოეცალა ნიადაგი.
მაგრამ ყველა, რატომღაც, დებორას თანაუგრძნობს, გაურკვეველი ნიჭის მსახიობს და არც მაინცდამაინც მდგრადი მორალის ადამიანს.
პირველმა აკოცა? - აკოცა, ხელი მოუთათუნა? - მოუთათუნა, იმედი მისცა? - მისცა და მერე აღარ მისცა. ეგრე არ შეიძლება, კაციც ადამიანია, კაცსაც აქვს უფლებები და ნუდლსი კი კაცი იყო (თორე ახლა რაღა კაცია, სუ გამწვანდა მოსაწევისგან) და აფეთქდა.
ამას მთელი ცხოვრება ნანობდა, დღე არ გასულა, ამაზე არ ეფიქრა და ერთი კურცხალი ცრემლი მაინც არ გადმოეგდო. დებორამ კი რა ქნა? დააჯდა მატარებელს და სად წავიდა კაცმა არ იცის, მერე უცებ მაგარი მსახიობი გაიჩითა (ტოჟე მნე პრიმა!), ეგეც როგორ? - მაქსის ფულით, ნუდლსის საუკეთესო ძმაკაცის. ის მაქსი კიდე ცალკე ნაგავი იყო და ნაგავშიც დაამთავრა თავისი მყრალი სიცოცხლე, მარა ახლა მაქსზე არ ვლაპარაკობთ, სხვა დროს იყოს.
შემეცოდა ნუდლსი, ქალი რესტორანში წაიყვანა, ამაპოლაზე ეცეკვა, გული გადაუშალა, სევდა გაუზიარა და კოცნაც კი არ უთხოვია. მანქანაშიც წყნარად იჯდა, ჩაფიქრებული. მარა ქალს რო გამჩენი შეუკიკინებს, ხო იცი! ყელზე ჩამოეკიდა, კისერში აკოცა, სისხლი აუჩქროლა და მერე უთხრა - გვეყოფა ახლა სახლში წამიყავნე, უნდა დავიძინო, თორე თვალებს ქვეშ ბალიშები დამეტყობაო.
აი სად ვერ გაუძლო რკინის ნერვულმა სისტემამ.
და ამის გამო ნუდლსი გაიძვერა და დებორა უბედური მსხვერპლია?
არა, მეგობრებო, ეს ცხოვრება არაა ადექვატური, სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. განა შეიძლებოდა კახპა დებორასთვის იმ არაჩვეულებრივი მუსიკის მიძღვნა, (რომელსაც აგერ უკვე მეთხუთმეტედ ვუსმენ, ზედიზედ) და ნუდლსის ისე დატოვება?!
მაგრამ მორიკონეც დააბნიეს, შეცდომაში შეიყვანეს, თვალი აუხვიეს და მანაც, გულუბრყვილოდ, მსოფლიოში ყველაზე სევდიან მუსიკას "Deborah's Theme" დააქრვა.
ნუდლსს კი ისღა დარჩენია, როგორმე, ნაფაზიდან ნაფაზამდე, დებორაზე არ იფიქროს.

Fin
სიყვარულით, კოკოლოზა

2 comments:

  1. ეს არის გენიალური,თემის გაშლა. საღოლ

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგად წერთ მაგრამ სერიოზულად ფიქრობთ რომ გაუპატიურებას გამართლება აქვს? კახპა რატომ არის დებორა? განგდტერთან, დაქირავებულ მკვლელთან რომ არ უნდა ოჯახის შექმნა და თავის ოცნებას რომ ვერ რეცხავს ტუალეტში? ფილმის 60იანი წლების ნაწილი ოპიუმისგან გამოწვეული ჰალუცინაციაა. დებორა არც იმ შემთხვევაში იქნებოდა დამნაშავე მაქსს თუ დაუკავშირებდა ცხოვრებას( შურისძიება?). ნუდლსის გასაუპატიურებლად რომ დაექირავებინა ვინმე იქაც კი ვერ გავამტყუნებდი. ხმაკაცის და ერთხელ წაიყვანა პაემანზე 12 წლიანი განშორების შემდეგ, ქალი ეუბნება მიყვარხარ მაგრამ ვერ ვიტყვი ჩემს ოცნებაზე უარსო, მანქანაში კოცნის ( უყვარს ბოლოს და ბოლოს) და ადგა და მძღოლის თვალწინ გააუპატიურა. მორჩა ზედმეტია აქ სიტყვები. ამ სცენაზე გული უნდა აგერიოს ,გაბრაზდე, ნუდლზი შეგეცოდოს( lost innocens) რომ სამუდამოდ დაკარგა სული. ასეთი დასკვნა რატომ უნდა გამოიტანოთ? მთავარი გმირი ყოველთვის მართალი კი არ არის( დისნეის ფილმი კი არაა😂) პ.ს. ქალიშვილი იყო დებორა. ფილმშიც არის მინიშნებული.

    ReplyDelete