Thursday, August 12, 2010

ბედნიერი ვარ


ჩემი სამუშაო დღე დილის 10 საათზე იწყება, ამიტომ 9–ის ნახევარზე მიწევს გაღვიძება. სანამ გამოვფხიზლდები, თავს მოვიწესრიგებ და ყავას დავლევ ერთი საათიც გადის და სამსახურში წასვლის დროც დგება. წინათ უფრო ადრე მიწევდა გაღვიძება, მარა მას შედეგ, რაც მანქანა ვიყიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მჭირდება და 20 წუთში ადგილზე ვარ.

ბანკში ვმუშაობ. განათლებით ინჟინერი ვარ, გეპეი დავამთავრე, მაგრამ ბანკში ვიშოვე სამსახური. თავიდან მოლარე ოპერატორად დავიწყე, ახლა კი კრედიტ ოფიცერი ვარ.

კი არი დამღლელი და მოსაწყენი სამსახური, მარა ასატანია. 10–დან 6–მდე გაძლებს კაცი. ხანდახან 6–ის მერეც მიწევს დარჩენა, მარა იშვიათად და იმაშიც ბონუსებს მიხდიან. ხელფასსაც არა უშავს, პრემიებიც მაქვს საშობაოდ და სააღდგომოდ.

სამსახურის მერე მეგობრებს ვხვდები და სადმე კაფეში მივდივართ, ძირითადად შარდენზე ვსხდებით. ოდნავ ძვირი კია, მაგრამ ყველაზე ნორმალური სიტუაცია მაინც იქაა, თბილისში ხო კაი "ზავიდენიანს" ძნელად თუ მონახავ. სამუშაო დღეებში გვიანობამდე არ ვრჩებით, რამდენიმე საათი ვსხედვართ და ვიშლებით. რამდენიმე მეგობარ გოგოს სახლში ვტოვებ და მეც შინ მივიდვარ. ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურებ და ლოგინში.

დედაჩემი მუსიკის მასწავლებელია, მაგრამ არ მუშაობს და დიასახლისობს, მამა – ინჟინერია თუმცა არც ის მუშაობს პროფესიით, ხანდახან ტაქსაობს. ჩემი და წელს სკოლას ამთავრებს და ეკონომიურზე აბარებს, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა.

პარასკევი საღამო რადიკალურად განსხვავდება შუა კვირის საღამოებისგან: სამსახურის შემდეგ ცოტა ხნით ისევ შარდენზე ვიკრიბებით და ვფიქრობთ სად გავაჯაზოთ ამაღამ. ბოლოს რომელიმე კლუბს ვარჩევთ, სადაც ყველაზე კაი დიჯეია ჩამოსული და მთელი ღამე ვიმხობთ. სახლში გათენებისას მივიდვარ და ნახევარი შაბათი მძინავს.

გაჯაზება შაბათ საღამოსაც შიეძლება, თუ ისევ იქ არა, რომელიმე სხვა კლუბში, თუმცა არც კლუბებია ბევრი და კარგი თბილისში. პეროვსკაიაზეც შეიძლება გართობა, რომელიმე პაბში.

კვირას მსუბუქად ვიტვირთებით, სადმე შარდენზე ვიკრიბებით და 2 დღიანი სიგიჟისა და "პიანკისაგან" გამოვდივართ. კვირას გართობა აღარ გამოდის, ხვალ ორშაბათია და 10–ზე ბანკში უნდა ვიყო მეც და ჩემი მეგობრებიც.

ასე ვარ მთელი წელი, ზაფხულამდე, მერე კი იწყება რაც იწყება. აგვისტოს დასაწყისში 2 კვირიან შვებულებას ვიღებ და ზღვაზე ვგაზავ. ადრე უფრო ქობულეთ–ბათუმში დავდიოდი, მარა ყელში ამომივიდა. იგივე ფასად თურქეთში დავიდარ და გაცილებით მაგარია, მთელი რუსეთი იქაა. კი მეზიზღება ეგ ხალხი, მარა ქალები მაგარი ყავთ, ვერაფერს იტყვი. ხან ქემერში ვისვენებ, ხან ანტალიაში.

შარშან თურქეთზე უარი ვთქვი, პატარა კრედიტი ავიღე და სასტავი პრაღაში წავედით. აი ძაააალიან მაგარი იყო, დავიმხეთ მთელი ქალაქი თავზე 4–მა კაცმა.

პატარა შვებულებას ზამთარშიც ვიღებ და ცოტა ხნით ბაკურიანში მივდივარ. შეიძლება საერთოდ ახალ წელს იქ შევხვდეთ მეგობრები და 2–3–ში უკან გამოვბრუნდეთ.

სააღდგომოდ სოფელში ვარ ბებიასთან. მაგარი ბებო მყავს, ბაბუა გარდამეცვალა. მამის მხრიდანაც მყავს ბებია–ბაბუა, მარა იქით იშვიათად ჩავდივარ, რაღაც ნიტოა.
ცოტა ხანში ალბათ ცოლსაც მოვიყვან. ჩემი შეყვარებული კი უარზეა – ამბობს ჯერ უნივერსიტეტი უნდა დავამთავროო, მარა მაგას ვინ ეკითხება, ერთხელ ჩავთვრები და ეგაა.

პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მამენტ მაგრა მკიდია. ეს მთავრობაც დებილია და ოპოზიციაც. არ მესმის როგორ უნდა დადგე ახალგზარდა ადამიანი იმ მიტინგზე სადაც გრეჩიხები გამოდიან სიტყვით.

ცხოვრება წინ მიდის, ამ ეტაპზე ნორმალურად ვარ და იმედი მაქვს უკეთესად თუ არა უარესად მაინც არასოდეს ვიქნები. მე და ჩემი ძმაკაცები პატარა საკუთარ ბიზნესს ვგეგმავთ და თუ გავარტყით შეიძლება კაი კუში მოვხსნათ და მერე ვაფშე მაგრა ვიქნები.

ღმერთმა ქნას!


რა ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია!
სიყვარულით
კოკოლოზა